https://sputnik-georgia.com/20250709/vizitebis-raodenobit-rusetis-moqalaqeebi-lideroben-294105385.html
საქართველოში ვიზიტების რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ - ახალი სტატისტიკა
საქართველოში ვიზიტების რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. სქართველოში ვიზიტების მხრივ რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ - 2025 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანას 581,1 ათასი რუსეთის მოქალაქე ეწვია... 09.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-09T19:49+0400
2025-07-09T19:49+0400
2025-07-09T19:49+0400
საქართველო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284811700_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_f288e42c0f574d3465280e00a8a29065.jpg
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. სქართველოში ვიზიტების მხრივ რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ - 2025 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანას 581,1 ათასი რუსეთის მოქალაქე ეწვია, რაც 10,2%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.მთლიანობაში, საქართველოს წლის დასაწყისიდან 3,2 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,4%-ით მეტია.რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, იგი 2024 წლის ორ კვარტალთან შედარებით 6,9%-ით გაიზარდა და 2,3 მილიონი შეადგინა.გარდა ამისა, ამ პერიოდში საქართველომ სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა - 47,4 ათასი ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 10,5%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა საუდის არაბეთიდან (+20,8%), ყატარიდან (+15,9%) და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან (+12,5%).მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან (+35,7%), აზერბაიჯანიდან (+36%), ინდოეთიდან (+31,4%) და ჩინეთიდან (+42,3%).ტურიზმის აღდგენაკორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, რომელმაც თანდათან აღდგენა 2021 წლიდან დაიწყო. 2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან 2023 წლის შემოსავლებმა 26,2%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს ტურიზმიდან შემოსავალმა 35,4%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.საქართველომ 2024 წელს ტურისტული ვიზიტების მიხედვითაც რეკორდი მოხსნა.გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 4,2%-ით გაიზარდა - ქვეყანამ მიიღო დაახლოებით 7,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, საიდანაც 5,1 მილიონი ტურისტი იყო. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ისინი 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284811700_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_90598a261f256eb239c21be30b2623aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. სქართველოში ვიზიტების მხრივ რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ - 2025 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანას 581,1 ათასი რუსეთის მოქალაქე ეწვია, რაც 10,2%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
მთლიანობაში, საქართველოს წლის დასაწყისიდან 3,2 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,4%-ით მეტია.
რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, იგი 2024 წლის ორ კვარტალთან შედარებით 6,9%-ით გაიზარდა და 2,3 მილიონი შეადგინა.
გარდა ამისა, ამ პერიოდში საქართველომ სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა - 47,4 ათასი ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 10,5%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა საუდის არაბეთიდან (+20,8%), ყატარიდან (+15,9%) და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან (+12,5%).
მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან (+35,7%), აზერბაიჯანიდან (+36%), ინდოეთიდან (+31,4%) და ჩინეთიდან (+42,3%).
კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, რომელმაც თანდათან აღდგენა 2021 წლიდან დაიწყო. 2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან 2023 წლის შემოსავლებმა 26,2%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს ტურიზმიდან შემოსავალმა 35,4%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.
საქართველომ 2024 წელს ტურისტული ვიზიტების მიხედვითაც რეკორდი მოხსნა.
გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 4,2%-ით გაიზარდა - ქვეყანამ მიიღო დაახლოებით 7,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, საიდანაც 5,1 მილიონი ტურისტი იყო. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ისინი 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა.