https://sputnik-georgia.com/20250709/saertashoriso-mogzaurebis-raodenoba-gaizarda-294101490.html
ტურიზმი საქართველოში: საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა რეკორდულია
ტურიზმი საქართველოში: საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა რეკორდულია
Sputnik საქართველო
ბოლოდროინდელი პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველოში ტურიზმი რეკორდებს ამყარებს. 09.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-09T18:39+0400
2025-07-09T18:39+0400
2025-07-09T18:39+0400
საქართველო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/01/293996380_0:76:2049:1228_1920x0_80_0_0_6d4ca16068ea2c5384936a40fad3d509.jpg
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. იანვარ-ივნისში საქართველომ მოგზაურთა რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა, განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომაძემ.2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - საქართველომ 3,2 მილიონი საერთაშორისო მოგზაური მიიღო, რომელთაგან 2,3 მილიონი ტურისტი იყო.მისი თქმით, უწყება სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს აწარმოებს, რათა გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა.ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, ექვს თვეში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 201. 986 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,2%-იანი ზრდაა.2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,4%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, იგი 2024 წლის ორ კვარტალთან შედარებით 6,9%-ით გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/01/293996380_0:0:1823:1367_1920x0_80_0_0_cf69650ca1fc7d57a287e244fa26fd02.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში: საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა რეკორდულია
ბოლოდროინდელი პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველოში ტურიზმი რეკორდებს ამყარებს.
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. იანვარ-ივნისში საქართველომ მოგზაურთა რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა, განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომაძემ.
2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - საქართველომ 3,2 მილიონი საერთაშორისო მოგზაური მიიღო, რომელთაგან 2,3 მილიონი ტურისტი იყო.
„ტურიზმის ინდუსტრიაში პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ძალიან წარმატებული სეზონი გვაქვს, რეკორდული მაჩვენებელია ტურისტულ ვიზიტებში. 6 თვეში საქართველოს ტურისტების უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა ეწვია: დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან”, - განაცხადა მაია ომაძემ.
მისი თქმით, უწყება სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს აწარმოებს, რათა გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, ექვს თვეში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 201. 986 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,2%-იანი ზრდაა.
საერთაშორისო ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგი ქვეყნებიდან: საბერძნეთი (+28.2%), იტალია (+26.1%), ესპანეთი (+25.9%), გაერთიანებული სამეფო (+25.8%), პოლონეთი (+21.9%), გერმანია (+4.2%) და სხვა. რაც შეეხება, სპარსეთის ყურის ქვეყნებს, 2025 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, იქიდანაც მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და 47,430 ვიზიტი შედგა, რაც +10.5%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,4%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, იგი 2024 წლის ორ კვარტალთან შედარებით 6,9%-ით გაიზარდა.