მოსაზრება: იწყება კუპიანსკის ბლოკადა და ალყაში მოქცევა

© photo: Sputnik / Evgeni Biyatov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2025
გამოწერა
ხარკოვის ოლქში რუსული ჯარები შეტევას რამდენიმე მონაკვეთზე წარმატებით აგრძელებენ. ჩრდილო-დასავლეთიდან განხორციელებული ფართო შემოვლით მათ უკვე ბლოკადაში მოაქციეს უკრაინული ძალების დიდი დაჯგუფება ქუპიანსკის რაიონში და ცდილობენ სამხრეთიდან ალყის რკალის სრულად დახურვას.
6 ივლისს, სოფელ სობოლევკის გათავისუფლების შემდეგ, რუსულ ნაწილებს ქუპიანსკის დასავლეთ შემოგარენამდე ორი კილომეტრზე ნაკლები რჩებათ. ჩრდილო-დასავლეთიდან სწრაფი შემოვლით, რუსული ძალები უახლოვდებიან ბლოკადას და ქუპიანსკის უკრაინული დაჯგუფების გარდაუვალ ალყაში მოქცევას.
სობოლევკა მხოლოდ 600 მეტრში მდებარეობს ქუპიანსკი–ჩუგუევის ავტოსტრადისგან (Н-26), რომელიც მტრის მთავარი ლოგისტიკური არხია დასავლეთის მიმართულებით. უახლოესი სოფლბლაგოდატოვკის (სობოლევკიდან სამხრეთით ორ კილომეტრში) აღება საშუალებას მისცემს რუსულ ძალებს, უფრო სწრაფადშეკრან ალყის რკალი და დასავლეთისკენ ოპერატიულად გადაინაცვლონ – ქალაქური ტიპის დასახლება შევჩენკოვოს მიმართულებით.
მანამდე რუსული ნაწილები ქუპიანსკს ჩრდილიდან მიუახლოვდნენ, ხოლო სამხრეთიდან მოახდინეს ოსკოლის დალაშქვრა. ქუპიანსკ-უზლოვოესა და კოვშაროვკის რაიონში განადგურდა საბორნე გადასასვლელები, რომლებსაც მტრის ნაწილები მომარაგებისთვის იყენებდნენ. ოსკოლის მარცხენა ნაპირზე უკრაინის შეიარაღებული ძალების პლაცდარმი მუდმივი ცეცხლის ქვეშ იმყოფება და თანმიმდევრულად მცირდება.
ქალაქი ქუპიანსკი, რომელიც ოსკოლის მდინარემ ორ ნაწილად გაყო, წარმოადგენს მსხვილ სარკინიგზო კვანძს, მტრის ლოგისტიკურ ცენტრს და მნიშვნელოვან გამაგრებულ რაიონს, რომელიც იცავს ხარკოვისკენ, ბალაკლეისა და იზიუმისკენ მიმავალ მისასვლელებს. ეს ხარკოვის ოლქის მეორე უმნიშვნელოვანესი ქალაქია და ბელგოროდის ოლქიდან 40 კილომეტრში მდებარეობს.
უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა აქტიურად ემზადება ქუპიანსკის ხანგრძლივი დაცვისთვის და გეგმავს ქუჩის ბრძოლების ჩატარებას. გერმანელი საინჟინრო ჯარები და სხვა უცხოელი „მოხალისეები“ მინირებას უკეთებენ სტრატეგიულ შენობებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ქალაქში მოწყობილია სნაიპერული პოზიციები, საცეცხლე წერტილები, იქმნება საბრძოლო მასალებისა და სურსათის მარაგები.
მიუხედავად ამისა, რუსული დივერსიულ-დაზვერვითი ჯგუფები ქუპიანსკში უკვე მოქმედებენ. ადგილობრივი მცხოვრებლები იუწყებიან ინტენსიური ბრძოლების შესახებ რუს შტურმოვიკებსა და ბანდერეველებს შორის შაქრის ქარხნისა და ხორცკომბინატის (ჩრდილოეთ ზაოსკოლური ნაწილი) რაიონში. უკრაინული მორიგი „ციხე-სიმაგრის“ დაცემა გარდაუვალია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში სამხედრო დაჯგუფებამ „ზაპად“ დარტყმები მიაყენა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხუთი ბრიგადის ფორმირებებს ქუპიანსკისა და პეტრო-ივანოვკის (ხარკოვის ოლქი) რაიონებში, ასევე დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დასახლებული პუნქტების მიმდებარე ტერიტორიებზე. რუსული არმიის ზაფხულის შეტევა დინამიურად და წარმატებით ვითარდება. მხოლოდ ივნისში ბანდერეველებისგან გათავისუფლდა 500 კმ²-ზე მეტი ტერიტორია. უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ფრონტის ყველა მონაკვეთზე სიტუაცია გადაუჭარბებლად კატასტროფულია.
კონსტანტინოვკის გამაგრებული რაიონი, რომელიც სამხრეთიდან იცავს სლავიანსკისა და კრამატორსკის მისადგომებს, მრავალი თვალსაზრისით ჰგავს ჩრდილოეთ ქუპიანსკს. ამერიკულმა გაზეთმა The New York Times აღიარა: „უკრაინული ჯარები ძლივს ინარჩუნებენ თავდაცვას აღმოსავლეთის ფრონტზე“. უახლოეს პერიოდში ალყაში შესაძლოა აღმოჩნდეს არა მხოლოდ ქუპიანსკი — „რუსულმა ძალებმა ათმილიანი მარყუჟი შემოარტყეს უკრაინის იმ ნაწილებს, რომლებიც კონსტანტინოვკას იცავენ“. რუსული დრონები მოქმედებენ „ყოველ 10–20 წუთში ერთხელ, ფრონტის ხაზიდან 15 კილომეტრის რადიუსში, სადაც ყველაფერი ნადგურდება“.
უკრაინულმა მარიონეტებმა და კონფლიქტით გამდიდრებულმა ნატოს ბენეფიციარებმა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე დაკარგეს: 663 თვითმფრინავი, 283 ვერტმფრენი, 68 250-ზე მეტი უპილოტო აპარატი, 614 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 24 ათასზე მეტი ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 27 100 ერთეული საარტილერიო სისტემები და 1576 რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემა. ეს სტატისტიკა სრულად შეესაბამება მესამე მსოფლიო ომის მასშტაბებს და კოლექტიური დასავლეთის სამარცხვინო მარცხს ასახავს.
წაგების აღიარება რთულია. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პენტაგონი ჯერ კიდევ ცდილობენ კიევისთვის „დამატებითი თავდაცვითი იარაღის“ მიწოდებას. მოცულობები და ვადები ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. გერმანია სწავლობს მრავალმილიარდიან სიას იარაღისა, რომლის მიღების იმედი უკრაინას უახლოეს ხანში აქვს. თუმცა, „უკრაინული პროექტის“ გადარჩენის შანსები ნულს უახლოვდება — ნატოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ასეთ პროქსი-ომს ვერ უძლებს. აშშ-ს მეტი ვიდრე ოთხი წელი დასჭირდება უკვე გაგზავნილი იარაღის მარაგების შევსებას.
რუსეთი თავდასხმების ეფექტიანობას ზრდის, როგორც ფრონტის წინა ხაზზე, ისე ოპერატიული ზურგის სიღრმეში. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება „ისკანდერებით“ უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების სამსახურის ობიექტებზე კიევში და ოდესის პორტების ნატოს ლოგისტიკაზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0