https://sputnik-georgia.com/20250709/rogor-sheicvala-saqartvelos-sagareo-vali-294097830.html
როგორ შეიცვალა საქართველოს საგარეო ვალი - ეროვნული ბანკის ახალი მონაცემები
როგორ შეიცვალა საქართველოს საგარეო ვალი - ეროვნული ბანკის ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2025 წლის პირველ კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი 300,4 მილიონი დოლარით გაიზარდა 09.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-09T14:00+0400
2025-07-09T14:00+0400
2025-07-09T14:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1e/278133561_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_1cbe529d8ef4b75476bbe80f368cf7ad.jpg
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო ვალის მოცულობამ 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით 25,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის პერიოდში მშპ-ის 74,2%-ს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში..2025 წლის პირველ კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 300,4 მილიონი დოლარით, მათ შორის მაჩვენებელი 19,1 მილიონი დოლარით შემცირდა ოპერაციული ცვლილებების ხარჯზე და სხვა ცვლილებების გამო - 91,5 მილიონი დოლარით, ამავე დროს მაჩვენებელი 381,8 მილიონი დოლარით გაიზარდა გაცვლითი კურსის ცვლილების და 292 მლნ დოლარით - ფასების ცვლილების გამო.საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის ვალმა 8,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, კერძო საწარმოების - 4,9 მილიარდი დოლარი, კომპანიებს შორის - 2,7 მილიარდი დოლარი.მთლიანი საგარეო ვალის 88,6% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.2025 წლის 31 მარტის მდგომარებით საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 13,3 მილიარდი დოლარი (მშპ-ის 38,7%) შეადგინა, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი კი 6,7 მილიარდი დოლარია (მშპ-ის 18,4%).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1e/278133561_16:0:1723:1280_1920x0_80_0_0_a49db1213e383827ca47f7dc6afc4803.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
როგორ შეიცვალა საქართველოს საგარეო ვალი - ეროვნული ბანკის ახალი მონაცემები
2025 წლის პირველ კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი 300,4 მილიონი დოლარით გაიზარდა
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო ვალის მოცულობამ 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით 25,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის პერიოდში მშპ-ის 74,2%-ს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში..
2025 წლის პირველ კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 300,4 მილიონი დოლარით, მათ შორის მაჩვენებელი 19,1 მილიონი დოლარით შემცირდა ოპერაციული ცვლილებების ხარჯზე და სხვა ცვლილებების გამო - 91,5 მილიონი დოლარით, ამავე დროს მაჩვენებელი 381,8 მილიონი დოლარით გაიზარდა გაცვლითი კურსის ცვლილების და 292 მლნ დოლარით - ფასების ცვლილების გამო.
საგარეო სახელმწიფო ვალის სტრუქტურაში საქართველოს სახელმწიფოს ვალმა შეადგინა 11 მლრდ დოლარი (მშპ-ის 32%), საიდანაც 8,5 მლნ დოლარი - მთავრობის ვალია, 822,8 მლნ დოლარი - ეროვნული ბანკის ვალდებულებებია, 449 მლნ დოლარი და 1,2 მლრდ დოლარი სახელმწიფო საწარმოების ვალი ობლიგაციებსა და სესხებზე შესაბამისად.
საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის ვალმა 8,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, კერძო საწარმოების - 4,9 მილიარდი დოლარი, კომპანიებს შორის - 2,7 მილიარდი დოლარი.
მთლიანი საგარეო ვალის 88,6% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
2025 წლის 31 მარტის მდგომარებით საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 13,3 მილიარდი დოლარი (მშპ-ის 38,7%) შეადგინა, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი კი 6,7 მილიარდი დოლარია (მშპ-ის 18,4%).