https://sputnik-georgia.com/20250709/psj-reals-daupirispirdeba-294098096.html
„პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის „რეალს“ შეხვდება
„პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის „რეალს“ შეხვდება
Sputnik საქართველო
გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ - აღნიშნული მატჩი ესპანელებმა ანგარიშით 3:1 მოიგეს 09.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-09T12:00+0400
2025-07-09T12:00+0400
2025-07-09T12:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1a/291888137_0:0:800:451_1920x0_80_0_0_fc8740f19a300f552d9e424908211b28.jpg
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ფიფას 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მადრიდის „რეალს“ შეხვდება.მატჩი ნიუ ჯერსიში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.„პარი სენ-ჟერმენმა“ ტურნირის მეოთხედფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ ატლანტაში ანგარიშით 2:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლოს პარიზელები ცხრა ფეხბურთელით დარჩნენ, მსაჯმა უილიან პაჩო და ლუკა ერნანდესი გააძევა. ფიფას რეგლამენტის მიხედვით, აღნიშნულმა ფეხბურთელებმა ორმატჩიანი დისკვალიფიიკაცია მიიღეს და მათთვის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი დასრულებულია.რაც შეეხება მადრიდის „რეალს“, ხაბი ალონსოს გაწვრთნილებმა მეოთხედფინალში დორტმუნდის „ბორუსიას“ ანგარიშით 3:2 სძლიეს. აღნიშნულ მატჩში ტურნირზე თავისი პირველი გოლი გაიტანა კილიან მბაპემ, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობდა და გუნდს მხოლოდ მერვედფინალიდან შეუერთდა.ესპანური ფეხბურთის გრანდიც ნახევარფინალური ეტაპის მატჩს დანაკლისით ხვდება, გუნდს ვერ დაეხმარება ცენტრალური მცველი დინ ჰუისენი, რომელიც ასევე დისკვალიფიცირებულია. ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ დავიდ ალაბა, ენდრიკი და ფერლან მენდი.„რეალი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ ერთმანეთს ბოლოს 2022 წელს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე შეხვდნენ. აღნიშნული მატჩი ესპანელებმა ანგარიშით 3:1 მოიგეს, სამივე გოლი კარიმ ბენზემამ გაიტანა, რომელიც იმ წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა.აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში 13 ივლისს ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება. ინგლისურმა გუნდმა ნახევარფინალში ბრაზილიურ „ფლუმინენსეს“ სძლია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1a/291888137_0:0:712:533_1920x0_80_0_0_6a3492b43aeb42e55fcac35b1ad08fca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის „რეალს“ შეხვდება
გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ - აღნიშნული მატჩი ესპანელებმა ანგარიშით 3:1 მოიგეს
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ფიფას 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მადრიდის „რეალს“ შეხვდება.
მატჩი ნიუ ჯერსიში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
„პარი სენ-ჟერმენმა“ ტურნირის მეოთხედფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ ატლანტაში ანგარიშით 2:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლოს პარიზელები ცხრა ფეხბურთელით დარჩნენ, მსაჯმა უილიან პაჩო და ლუკა ერნანდესი გააძევა. ფიფას რეგლამენტის მიხედვით, აღნიშნულმა ფეხბურთელებმა ორმატჩიანი დისკვალიფიიკაცია მიიღეს და მათთვის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი დასრულებულია.
რაც შეეხება მადრიდის „რეალს“, ხაბი ალონსოს გაწვრთნილებმა მეოთხედფინალში დორტმუნდის „ბორუსიას“ ანგარიშით 3:2 სძლიეს. აღნიშნულ მატჩში ტურნირზე თავისი პირველი გოლი გაიტანა კილიან მბაპემ, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობდა და გუნდს მხოლოდ მერვედფინალიდან შეუერთდა.
ესპანური ფეხბურთის გრანდიც ნახევარფინალური ეტაპის მატჩს დანაკლისით ხვდება, გუნდს ვერ დაეხმარება ცენტრალური მცველი დინ ჰუისენი, რომელიც ასევე დისკვალიფიცირებულია. ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ დავიდ ალაბა, ენდრიკი და ფერლან მენდი.
„რეალი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ ერთმანეთს ბოლოს 2022 წელს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე შეხვდნენ. აღნიშნული მატჩი ესპანელებმა ანგარიშით 3:1 მოიგეს, სამივე გოლი კარიმ ბენზემამ გაიტანა, რომელიც იმ წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა.
აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში 13 ივლისს ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება. ინგლისურმა გუნდმა ნახევარფინალში ბრაზილიურ „ფლუმინენსეს“ სძლია.