https://sputnik-georgia.com/20250709/permerebma-atami-shegebes-294105622.html
„ხუმრობის მიზნით შევღებეთ” - ფერმერები, რომლებმაც ატამი შეღებეს
„ხუმრობის მიზნით შევღებეთ” - ფერმერები, რომლებმაც ატამი შეღებეს
Sputnik საქართველო
სარეალიზაციოდ გამზადებული ატმის შეღებვის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა. 09.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-09T19:12+0400
2025-07-09T19:12+0400
2025-07-09T19:12+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259657635_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_a1f81470d1bd78abbda7e44ff018447c.jpg
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ატმის შეღებვის ფაქტზე იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი, მოკვლევის ფარგლებში აღებულია ატმის ნიმუშები, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.სარეალიზაციოდ გამზადებული ატმის შეღებვის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა. მედიის ცნობით, თავად ვიდეოს ავტორები აცხადებენ, რომ ატამი პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ განთავსების მიზნით შეღებეს და ვიდეოს გადაღების შემდეგ გადაყარეს.როგორც სააგენტომ განმარტა, საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას და აღნიშნული ფაქტი საჭიროებს მყისიერ რეაგირებას - უწყებამ აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა.„სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ჩატარებული მოკვლევის ფარგლებში, ატმის ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგები საზოგადოებას დამატებით ეცნობება”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომდგენლებმა ფერმერებისგან ის პროდუქტი ამოიღეს და დალუქეს, რომელიც მეპატრონის მტკიცებით, იყო დაზიანებული და სოციალურ ქსელში განსათავსებლად ხუმრობის მიზნით გამოიყენეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259657635_56:0:1764:1281_1920x0_80_0_0_c762a170e3141d488356ff3d9915a53b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
„ხუმრობის მიზნით შევღებეთ” - ფერმერები, რომლებმაც ატამი შეღებეს
სარეალიზაციოდ გამზადებული ატმის შეღებვის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა.
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ატმის შეღებვის ფაქტზე იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი, მოკვლევის ფარგლებში აღებულია ატმის ნიმუშები, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სარეალიზაციოდ გამზადებული ატმის შეღებვის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა.
მედიის ცნობით, თავად ვიდეოს ავტორები აცხადებენ, რომ ატამი პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ განთავსების მიზნით შეღებეს და ვიდეოს გადაღების შემდეგ გადაყარეს.
„წლებია ამ სფეროში ვართ. ფერმერები ვართ და ატმის ბაღები გვაქვს. მოკრეფილი ხილი ხარისხდება და ირჩევა. დაზიანებული ხილი კი იყრება. სწორედ ასეთი დაზიანებული ხილი ხუმრობის მიზნით შევღებეთ და ხალხმა ცუდად მიიღო. ცუდი ხუმრობა გამოვიდა. არ გვეგონა, თუ ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა,", - განაცხადა ვიდეოს ავტორმა გიორგი უტიაშვილმა.
როგორც სააგენტომ განმარტა, საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას და აღნიშნული ფაქტი საჭიროებს მყისიერ რეაგირებას - უწყებამ აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა.
„სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ჩატარებული მოკვლევის ფარგლებში, ატმის ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგები საზოგადოებას დამატებით ეცნობება”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომდგენლებმა ფერმერებისგან ის პროდუქტი ამოიღეს და დალუქეს, რომელიც მეპატრონის მტკიცებით, იყო დაზიანებული და სოციალურ ქსელში განსათავსებლად ხუმრობის მიზნით გამოიყენეს.