https://sputnik-georgia.com/20250709/narkodamokidebul-pirta-izulebiti-mkurnaloba-detalebi-294091523.html
ნარკოდამოკიდებულ პირთა იძულებითი მკურნალობა: დეტალები
ნარკოდამოკიდებულ პირთა იძულებითი მკურნალობა: დეტალები
Sputnik საქართველო
ნარკოპოლიტიკაში სადამსჯელო ზომების გამკაცრების პარალელურად, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს იძულებით უმკურნალოს... 09.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-09T10:51+0400
2025-07-09T10:51+0400
2025-07-09T10:51+0400
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23839/21/238392193_0:58:3265:1894_1920x0_80_0_0_41385953eefeb2852608b29004ed64cc.jpg
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის იძულებითი მკურნალობა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის ერთ-ერთ სასჯელად იქცევა.ნარკომანიით დაავადებულ პირთა იძულებითი მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს და იგი მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში იქნება ძალაში.გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იქნება ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისიის დასკვნა იმის თაობაზე, რომ პირი ნარკოტიკულ საშუალებებზე ან ფსიქოტროპულ და ძლიერმოქმედ საშუალებებზეა დამოკიდებული.იძულებითი მკურნალობამისჯილ პირთა მდგომარეობა სამ თვეში ერთხელ შემოწმდება. სასამართლო უფლებამოსილია შეწყვიტოს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა, თუ პირის ნარკომანიით დაავადების ხასიათი და სიმძიმე ისე შეიცვალა, რომ საჭირო აღარ არის აღნიშნული ღონისძიების გამოყენება.მკურნალობა შეიძლება დაუყოვნებლივ შეწყდეს, როგორც კი კომისია ჩათვლის, რომ მისი გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს.ვინ შედის კომისიის შემადგენლობაშიჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით კომისიის შემადგენლობაში შევლენ:კომისია გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით მიიღებს, გადამწყვეტი ხმით კი კომისიის თავმჯდომარე ისარგებლებს. კომიტეტის წევრს ექნება შესაძლებლობა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას დაურთოს თავისი აზრი, თუ ის არ ეთანხმება უმრავლესობის გადაწყვეტილებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23839/21/238392193_330:0:2933:1952_1920x0_80_0_0_c051ee6b690145f02b7acfd0e81ddf74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საზოგადოება, ახალი ამბები
ნარკოდამოკიდებულ პირთა იძულებითი მკურნალობა: დეტალები
ნარკოპოლიტიკაში სადამსჯელო ზომების გამკაცრების პარალელურად, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს იძულებით უმკურნალოს. მკურნალობა იქნება როგორც სასჯელი - სისხლის სამართლის დამნაშავეებისთვის.
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის იძულებითი მკურნალობა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის ერთ-ერთ სასჯელად იქცევა.
ნარკომანიით დაავადებულ პირთა იძულებითი მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს და იგი მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში იქნება ძალაში.
გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იქნება ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისიის დასკვნა იმის თაობაზე, რომ პირი ნარკოტიკულ საშუალებებზე ან ფსიქოტროპულ და ძლიერმოქმედ საშუალებებზეა დამოკიდებული.
მკურნალობა არ შეიძლება გაგრძელდეს ორ წელზე მეტხანს და განხორციელდება მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროტოკოლის შესაბამისად. მკურნალობის მეთოდი დამოკიდებული იქნება მდგომარეობის სიმძიმეზე და ჩატარდება მხოლოდ სტაციონარში. ამასთან, გარკვეული პერიოდის შემდეგ, კომისიას შეუძლია პირს სტაციონარის დატოვების ნება დართოს, თუ ეს, მისი აზრით, ხელს არ შეუშლის მკურნალობას.
იძულებითი მკურნალობამისჯილ პირთა მდგომარეობა სამ თვეში ერთხელ შემოწმდება. სასამართლო უფლებამოსილია შეწყვიტოს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა, თუ პირის ნარკომანიით დაავადების ხასიათი და სიმძიმე ისე შეიცვალა, რომ საჭირო აღარ არის აღნიშნული ღონისძიების გამოყენება.
მკურნალობა შეიძლება დაუყოვნებლივ შეწყდეს, როგორც კი კომისია ჩათვლის, რომ მისი გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს.
ვინ შედის კომისიის შემადგენლობაში
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით კომისიის შემადგენლობაში შევლენ:
კომისიის თავმჯდომარე, ნარკოლოგი, „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" ექსპერტ-კონსულტანტი ხათუნა თოდაძე;
„ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" წამყვანი ნარკოლოგი ირინა ამნიაშვილი;
„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" თბილისის ნარკოლოგიური ლაბორატორიის ნარკოლოგი ნანა ნაჭყებია;
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან გოგინაშვილი.
კომისია გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით მიიღებს, გადამწყვეტი ხმით კი კომისიის თავმჯდომარე ისარგებლებს. კომიტეტის წევრს ექნება შესაძლებლობა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას დაურთოს თავისი აზრი, თუ ის არ ეთანხმება უმრავლესობის გადაწყვეტილებას.