https://sputnik-georgia.com/20250709/axvlediani-sazgvao-transportis-saagentos-dirqtoris-postidan-gaatavisuples-294104966.html
ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს
ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს
Sputnik საქართველო
გამოძიების ვერსიით, სწორედ ახლვედიანის კუთვნილი იარაღით სცადა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა. 09.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-09T17:21+0400
2025-07-09T17:21+0400
2025-07-09T17:21+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/05/44/054486_0:125:1200:800_1920x0_80_0_0_d8da5b3187383ec8186cb4cbf6fa334d.jpg
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.შესაბამის ბრძანებას ხელი დღეს, 9 ივლისს მოეწერა. ალექსი ახვლედიანს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პოსტი 2023 წლის მაისიდან ეკავა.ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით 7 ივლისს დააკავეს. მას საგამოძიებო უწყება ედავება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. თბილისის საქალაქო სასამართლომ ახვლედიანს 8 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.გამოძიების ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ექს-თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა საგარეჯოში 7 ივლისს, გვიან ღამით სცადა. იგი ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა და ინციდენტიც იქ მოხდა.პროკურატურის ცნობით, 7 ივლისს, დაახლოებით, 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ალექსი ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.აჭარის მთავრობის ექს-მეთაური თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ დღეს დილით თურქეთში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/05/44/054486_66:0:1133:800_1920x0_80_0_0_3b4090686e0e4385cf99e771ad11f482.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს
გამოძიების ვერსიით, სწორედ ახლვედიანის კუთვნილი იარაღით სცადა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა.
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
შესაბამის ბრძანებას ხელი დღეს, 9 ივლისს მოეწერა. ალექსი ახვლედიანს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პოსტი 2023 წლის მაისიდან ეკავა.
ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით 7 ივლისს დააკავეს. მას საგამოძიებო უწყება ედავება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. თბილისის საქალაქო სასამართლომ ახვლედიანს 8 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
გამოძიების ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ექს-თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა საგარეჯოში 7 ივლისს, გვიან ღამით სცადა. იგი ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა და ინციდენტიც იქ მოხდა.
პროკურატურის ცნობით, 7 ივლისს, დაახლოებით, 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ალექსი ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
აჭარის მთავრობის ექს-მეთაური თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ დღეს დილით თურქეთში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.