https://sputnik-georgia.com/20250708/turnava-puladi-saertashoriso-rezervebi-izrdeba-294084651.html
თურნავა: ფულადი შემოდინებები ეროვნულ ბანკს რეზერვების შევსების საშუალებას აძლევს
თურნავა: ფულადი შემოდინებები ეროვნულ ბანკს რეზერვების შევსების საშუალებას აძლევს
Sputnik საქართველო
სებ-ის პრეზიდენტის თქმით, გაურკვევლობის პერიოდში სტაბილურობას, საქართველოს ეროვნული ბანკის ჩარევების გარდა, მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამაც შეუწყო ხელი. 08.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-08T10:53+0400
2025-07-08T10:53+0400
2025-07-08T10:53+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/16/278856239_0:262:1156:912_1920x0_80_0_0_568adec904a22a04a0a3eae4ab0d2c74.jpg
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. დიდი ფულადი შემოდინებები საქართველოს ეროვნულ ბანკს საშუალებას აძლევს, შეავსოს სავალუტო რეზერვები, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.ეროვნული ბანკის ცნობით, საერთაშორისო რეზერვებმა 2025 წლის 31 მაისისთვის, წინასწარი მონაცემებით, 4,6 მლრდ დოლარი შეადგინა - იანვრიდან მაისამდე რეზერვები 136,5 მილიონი დოლარით გაიზარდა. მაისში რეზერვები 66,7 მილიონი დოლარით გაიზარდა. ანალიტიკოსების შეფასებით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებთანაა დაკავშირებული.მისი თქმით, გზავნილების ზრდამ დაახლოებით 12%, ხოლო ექსპორტის ზრდამ 15,7% შეადგინა. თურნავამ მნიშვნელოვანი უწოდა ადგილობრივი ექსპორტის 10%-ზე მეტით ზრდას.„რატომ ვუსვამ ამას ხაზს? რადგან რეექსპორტის ნაწილიც საკმაოდ მსხვილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლების ზრდა და აქაც ძლიერი ტენდენციაა. ეს ორი ძირითადი არხია, რომელიც გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში გამოიკვეთა", - განაცხადა თურნავამ.როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, გარდა ამისა, კვლავაც გრძელდება ლარიზაციის ტენდენცია. დეპოზიტები, განსაკუთრებით იურიდიული პირების, რომლებსაც ანგარიშებზე თანხები დოლარში აქვთ, ლარში ცვლიან.თურნავას თქმით, გაურკვევლობის პერიოდში სტაბილურობას, საქართველოს ეროვნული ბანკის ჩარევების გარდა, მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამაც შეუწყო ხელი.გარდა ამისა, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, საბანკო დეპოზიტების სტატისტიკის თანახმად, ლარიზაციის პროცენტი მატულობს, დედოლარიზაცია მიმდინარეობს და ლარში დედომინირებული დეპოზიტების წილი დაახლოებით 1,2%-ით გაიზარდა.ნათია თურნავას განცხადებით, ბუნებრივი პროცესია, რომ რეზერვების როგორც შევსება, ასევე რეზერვებიდან კანონზომიერი ხარჯვა ხდება.საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5,436.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2024 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები შემცირდა 562,1 მლნ ლარით, 2023 წელს გაიზარდა 101,5 მლნ ლარით, 2022 წელს კი 628,1 მლნ დოლარით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/16/278856239_0:237:1283:1199_1920x0_80_0_0_0f925743be4c16c8d8d667c80164e771.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
თურნავა: ფულადი შემოდინებები ეროვნულ ბანკს რეზერვების შევსების საშუალებას აძლევს
სებ-ის პრეზიდენტის თქმით, გაურკვევლობის პერიოდში სტაბილურობას, საქართველოს ეროვნული ბანკის ჩარევების გარდა, მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამაც შეუწყო ხელი.
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. დიდი ფულადი შემოდინებები საქართველოს ეროვნულ ბანკს საშუალებას აძლევს, შეავსოს სავალუტო რეზერვები, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის ცნობით, საერთაშორისო რეზერვებმა 2025 წლის 31 მაისისთვის, წინასწარი მონაცემებით, 4,6 მლრდ დოლარი შეადგინა - იანვრიდან მაისამდე რეზერვები 136,5 მილიონი დოლარით გაიზარდა. მაისში რეზერვები 66,7 მილიონი დოლარით გაიზარდა. ანალიტიკოსების შეფასებით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებთანაა დაკავშირებული.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეზერვების შევსება, მაგრამ ყოველთვის ვაკვირდებით ბაზარზე არსებულ ვითარებას. ვითარება ისეთია, რომ შემოდინება საკმაოდ ძლიერია. ბოლო პერიოდს თუ შევხედავთ, მაისის მონაცემებით, რაც არის ხელმისაწვდომი და გამოქვეყნებული, ძირითადი შემოდინების წყარო არის ექსპორტი და გზავნილები", - განაცხადა თურნავამ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, გზავნილების ზრდამ დაახლოებით 12%, ხოლო ექსპორტის ზრდამ 15,7% შეადგინა. თურნავამ მნიშვნელოვანი უწოდა ადგილობრივი ექსპორტის 10%-ზე მეტით ზრდას.
„რატომ ვუსვამ ამას ხაზს? რადგან რეექსპორტის ნაწილიც საკმაოდ მსხვილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლების ზრდა და აქაც ძლიერი ტენდენციაა. ეს ორი ძირითადი არხია, რომელიც გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში გამოიკვეთა", - განაცხადა თურნავამ.
როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, გარდა ამისა, კვლავაც გრძელდება ლარიზაციის ტენდენცია. დეპოზიტები, განსაკუთრებით იურიდიული პირების, რომლებსაც ანგარიშებზე თანხები დოლარში აქვთ, ლარში ცვლიან.
თურნავას თქმით, გაურკვევლობის პერიოდში სტაბილურობას, საქართველოს ეროვნული ბანკის ჩარევების გარდა, მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამაც შეუწყო ხელი.
„ეს იყო გაურკვევლობის პერიოდი, მაგრამ მოკლეხნიანი. რა თქმა უნდა, მათ შორის ჩვენმა ჩარევამაც შეუწყო ხელი, მაგრამ მთლიანობაშიც სტაბილურობამ შეუწყო ხელი. აქედან გამომდინარე, ჩანს სტაბილურობა ლარის მიმართ. ხდება გალარება დეპოზიტების", - განაცხადა თურნავამ.
გარდა ამისა, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, საბანკო დეპოზიტების სტატისტიკის თანახმად, ლარიზაციის პროცენტი მატულობს, დედოლარიზაცია მიმდინარეობს და ლარში დედომინირებული დეპოზიტების წილი დაახლოებით 1,2%-ით გაიზარდა.
ნათია თურნავას განცხადებით, ბუნებრივი პროცესია, რომ რეზერვების როგორც შევსება, ასევე რეზერვებიდან კანონზომიერი ხარჯვა ხდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5,436.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2024 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები შემცირდა 562,1 მლნ ლარით, 2023 წელს გაიზარდა 101,5 მლნ ლარით, 2022 წელს კი 628,1 მლნ დოლარით.