https://sputnik-georgia.com/20250708/rusetis-ombudsmenma-azerbaijanel-kolegas-tanamemamuleebis-dakavebis-gamo-mimarta-294123526.html
რუსეთის ომბუდსმენმა აზერბაიჯანელ კოლეგას თანამემამულეების დაკავების გამო მიმართა
რუსეთის ომბუდსმენმა აზერბაიჯანელ კოლეგას თანამემამულეების დაკავების გამო მიმართა
Sputnik საქართველო
მოსკალკოვას თქმით, ალიევა შეპირდა, რომ სამართლიანობის აღსადგენად ყველა ზომას მიიღებდა 08.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-08T16:38+0400
2025-07-08T16:38+0400
2025-07-11T16:38+0400
აზერბაიჯანი
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24503/89/245038941_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_4751900bc1a2b58a8c04cc3cf435a3a2.jpg
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულმა ტატიანა მოსკალკოვამ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ომბუდსმენი საბინა ალიევა დაუყოვნებლივ გამოეხმაურა მის მიმართვას რუსეთის მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით და დაჰპირდა, რომ ყველა საჭირო ზომას მიიღებს სამართლიანობის აღსადგენად.მანამდე მოსკალკოვამ აზერბაიჯანის ომბუდსმენ ალიევას მიმართვა გაუგზავნა რესპუბლიკაში რუსეთის მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით და სთხოვა დახმარება დაკავებულთა უფლებების აღდგენაში.„მე დავუკავშირდი ჩემს კოლეგას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა რწმუნებულს, საბინა ალიევას, და ვთხოვე შეემოწმებინა და მიეღო საჭირო ზომები მისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლიანობისა და კანონიერების აღსადგენად. მან მაშინვე მიპასუხა, რომ ჩემი მიმართვა მიღებულია და ის ყველა საჭირო ზომას მიიღებს ამ მონაცემების გადასამოწმებლად“, - განაცხადა ფედერალურმა ომბუდსმენმა, აზერბაიჯანში რუსეთის მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებული სიტუაციის კომენტირებისას.შეგახსენებთ: აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 30 ივნისს სააგენტო „Sputnik აზერბაიჯანის“ შვიდი თანამშრომელი დააკავა, რომელიც მედიაჯგუფ „რისოა სეგოდნიაში“ შედის. მათ შორის არიან სააგენტოს ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი და შეფ-რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი, რომელთაც ოთხ-ოთხ თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.მედიაჯგუფის გენერალური დირექტორი დმიტრი კისელიოვი მიიჩნევს, რომ მომხდარი ჰგავს მიზანმიმართულ ნაბიჯს რუსეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაუარესების მიზნით.
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24503/89/245038941_107:0:1814:1280_1920x0_80_0_0_fd5a02a3dd8292ad5ee13d593d8fc1c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აზერბაიჯანი, რუსეთი
რუსეთის ომბუდსმენმა აზერბაიჯანელ კოლეგას თანამემამულეების დაკავების გამო მიმართა
16:38 08.07.2025 (განახლებულია: 16:38 11.07.2025) მოსკალკოვას თქმით, ალიევა შეპირდა, რომ სამართლიანობის აღსადგენად ყველა ზომას მიიღებდა
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულმა ტატიანა მოსკალკოვამ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ომბუდსმენი საბინა ალიევა დაუყოვნებლივ გამოეხმაურა მის მიმართვას რუსეთის მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით და დაჰპირდა, რომ ყველა საჭირო ზომას მიიღებს სამართლიანობის აღსადგენად.
მანამდე მოსკალკოვამ აზერბაიჯანის ომბუდსმენ ალიევას მიმართვა გაუგზავნა რესპუბლიკაში რუსეთის მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით და სთხოვა დახმარება დაკავებულთა უფლებების აღდგენაში.
„მე დავუკავშირდი ჩემს კოლეგას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა რწმუნებულს, საბინა ალიევას, და ვთხოვე შეემოწმებინა და მიეღო საჭირო ზომები მისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლიანობისა და კანონიერების აღსადგენად. მან მაშინვე მიპასუხა, რომ ჩემი მიმართვა მიღებულია და ის ყველა საჭირო ზომას მიიღებს ამ მონაცემების გადასამოწმებლად“, - განაცხადა ფედერალურმა ომბუდსმენმა, აზერბაიჯანში რუსეთის მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებული სიტუაციის კომენტირებისას.
შეგახსენებთ: აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 30 ივნისს სააგენტო „Sputnik აზერბაიჯანის“ შვიდი თანამშრომელი დააკავა, რომელიც მედიაჯგუფ „რისოა სეგოდნიაში“ შედის. მათ შორის არიან სააგენტოს ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი და შეფ-რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი, რომელთაც ოთხ-ოთხ თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
მედიაჯგუფის გენერალური დირექტორი დმიტრი კისელიოვი მიიჩნევს, რომ მომხდარი ჰგავს მიზანმიმართულ ნაბიჯს რუსეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაუარესების მიზნით.