https://sputnik-georgia.com/20250708/rijvadzis-mdgomareoba-gaumjobesda-294094762.html
პაციენტი კონტაქტურია: რატიანი რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
პაციენტი კონტაქტურია: რატიანი რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
Sputnik საქართველო
თბილისი,8 ივლისი — Sputnik. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, პაციენტი კონტაქტურია, განაცხადა პირველი... 08.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-08T20:46+0400
2025-07-08T20:46+0400
2025-07-08T20:46+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24510/13/245101314_0:0:1272:716_1920x0_80_0_0_c2fc5efdc96286278a35dbe4a3102ec4.jpg
თბილისი,8 ივლისი — Sputnik. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, პაციენტი კონტაქტურია, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან.რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 7 ივნისს, დაახლოებით 06:30 საათზე შეიყვანეს. იგი საგარეჯოდან თბილისში გუშინ დილით გადმოიყვანეს. ყოფილ მაღალჩინოსანს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში, კერძოდ ფილტვში აქვს.აჭარის მთავრობის ექს-მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა საგარეჯოში 7 ივლისს, გვიან, ღამით სცადა. რიჟვაძე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა და ინციდენტიც იქ მოხდა - პოლიციამ ახვლედიანი იმავე დღეს დააკავა. დღეს პროკურატურა ახვლედიანს ბრალდება სსკ-ის 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24510/13/245101314_181:0:1272:818_1920x0_80_0_0_b475ae50c1928a31b60ec16f499f466d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
პაციენტი კონტაქტურია: რატიანი რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
თბილისი,8 ივლისი — Sputnik. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, პაციენტი კონტაქტურია, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან.
„პაციენტის მდგომარეობა არის დადებითი დინამიკის. ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს. ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარამეტრების რეჟიმები გამარტივებულია. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ კონტაქტი მყარდება, კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს. გრძელდება დაგეგმილი მკურნალობა პროტოკოლის გათვალისწინებით“, - აღნიშნა რატიანმა.
რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 7 ივნისს, დაახლოებით 06:30 საათზე შეიყვანეს. იგი საგარეჯოდან თბილისში გუშინ დილით გადმოიყვანეს. ყოფილ მაღალჩინოსანს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში, კერძოდ ფილტვში აქვს.
აჭარის მთავრობის ექს-მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა საგარეჯოში 7 ივლისს, გვიან, ღამით სცადა. რიჟვაძე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა და ინციდენტიც იქ მოხდა - პოლიციამ ახვლედიანი იმავე დღეს დააკავა.
დღეს პროკურატურა ახვლედიანს ბრალდება სსკ-ის 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.