https://sputnik-georgia.com/20250708/kobaxidze-tornikes-male-gamojanmrtelebas-vusurveb-294096298.html
კობახიძე: თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
კობახიძე: თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
Sputnik საქართველო
ექიმების განცხადებით, რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება, არის კონტაქტური და ასრულებს მარტივ დავალებებს. 08.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-08T22:17+0400
2025-07-08T22:17+0400
2025-07-08T22:17+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290550377_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_b0df15e082769284db26443eacc5f7b9.jpg
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც აჭარის მთავრობის ექს-მეთაური თორნიკე რიჟვაძეა მოთავსებული.საუნივერსიტეტო კლინიკაში პრემიერთან ერთად იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ყოფილ მაღალჩინოსანს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში, კერძოდ ფილტვში აქვს. ექიმების განცხადებით, რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება, არის კონტაქტური და ასრულებს მარტივ დავალებებს.აჭარის მთავრობის ექს-მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა საგარეჯოში 7 ივლისს, გვიან, ღამით სცადა. რიჟვაძე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა და ინციდენტიც იქ მოხდა - პოლიციამ ახვლედიანი იმავე დღეს დააკავა.8 ივლისს ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდება წარედგინა, იმავე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290550377_0:0:1138:853_1920x0_80_0_0_b2cbd2a7a57e505f55479371452898ef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
კობახიძე: თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
ექიმების განცხადებით, რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება, არის კონტაქტური და ასრულებს მარტივ დავალებებს.
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც აჭარის მთავრობის ექს-მეთაური თორნიკე რიჟვაძეა მოთავსებული.
საუნივერსიტეტო კლინიკაში პრემიერთან ერთად იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.
„თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი. რა თქმა უნდა, მე ვერ გეტყვით დეტალებს, მაგრამ ბუნებრივია, ინფორმაცია მივიღეთ ექიმებისგან, დინამიკა არის დადებითი და ეს ძალიან გვიხარია. მადლობა ღმერთს, მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი“, - განაცხადა კობახიძემ.
თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ყოფილ მაღალჩინოსანს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში, კერძოდ ფილტვში აქვს. ექიმების განცხადებით, რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება, არის კონტაქტური და ასრულებს მარტივ დავალებებს.
აჭარის მთავრობის ექს-მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა საგარეჯოში 7 ივლისს, გვიან, ღამით სცადა. რიჟვაძე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა და ინციდენტიც იქ მოხდა - პოლიციამ ახვლედიანი იმავე დღეს დააკავა.
8 ივლისს ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდება წარედგინა, იმავე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.
თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.