https://sputnik-georgia.com/20250708/imeretshi-ukanono-xetye-agmoachines-294085758.html
იმერეთში უკანონოდ მოპოვებული ხეტყე, მათ შორის წითელი ნუსხაში შეტანილი წაბლი აღმოაჩინეს
იმერეთში უკანონოდ მოპოვებული ხეტყე, მათ შორის წითელი ნუსხაში შეტანილი წაბლი აღმოაჩინეს
Sputnik საქართველო
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. 08.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-08T14:13+0400
2025-07-08T14:13+0400
2025-07-08T14:13+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/06/261845684_0:45:1920:1125_1920x0_80_0_0_ab98bbf2c28c679e2c9d550651ef987e.jpg
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხონის მუნიციპალიტეტში ხეტყის უკანონოდ მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სააგენტოს ცნობით, სოფელ კინჩხაში, სახელმწიფო ტყეში აღმოჩენილია ჯამში 16 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი - წიფელი, მურყანი, ასევე წაბლი, რომელიც წითელი ნუსხითაა დაცული.საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შესაბამის საგამოძიებო უწყებას. უკანონოდ მოპოვებული ხეტყე კი გადატანილია ხონის საქმიან ეზოში.2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/06/261845684_213:0:1920:1280_1920x0_80_0_0_791df01e41fc8c15445a65238b979dbf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
იმერეთში უკანონოდ მოპოვებული ხეტყე, მათ შორის წითელი ნუსხაში შეტანილი წაბლი აღმოაჩინეს
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხონის მუნიციპალიტეტში ხეტყის უკანონოდ მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, სოფელ კინჩხაში, სახელმწიფო ტყეში აღმოჩენილია ჯამში 16 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი - წიფელი, მურყანი, ასევე წაბლი, რომელიც წითელი ნუსხითაა დაცული.
საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შესაბამის საგამოძიებო უწყებას. უკანონოდ მოპოვებული ხეტყე კი გადატანილია ხონის საქმიან ეზოში.
უწყების ინფორმაციით, იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა 2025 წლის იანვარ-ივნისის თვეში სამართალდარღვევის 28 ფაქტი გამოავლინეს, ხოლო 2024 წლის ამავე პერიოდში გამოვლენილი იყო 86 ფაქტი.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.