https://sputnik-georgia.com/20250708/gvinis-erovnulma-saagentom-gvinis-kompaniebi-sheamowma-294086266.html
ღვინის ეროვნული სააგენტო: ქართული ღვინის შემოწმებამ დარღვევები გამოავლინა
ღვინის ეროვნული სააგენტო: ქართული ღვინის შემოწმებამ დარღვევები გამოავლინა
Sputnik საქართველო
სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ. 08.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-08T12:55+0400
2025-07-08T12:55+0400
2025-07-08T12:55+0400
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283107977_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_73ccd2280f13d4d3ed61721adb0fc2fa.jpg
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. 2025 წლის იანვარ-ივნისში 135 კომპანიაში ჩატარებული ინსპექტირებისას აღებული 561 ნიმუშიდან დარღვევა 8 კომპანიის 11 ნიმუშში აღმოჩნდა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ინსპექტირების აღნიშნული პროცესი სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. სახელმწიფოს პრიორიტეტს ქართული ღვინის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა წარმოადგენს.უწყების ცნობით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების Bureau Veritas-ისა და SGS-ის 52 კომპანიის ინსპექტირება განხორციელდა - 208 ნიმუშიდან დარღვევა 1 კომპანიის 1 ნიმუშში აღმოჩნდა.გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში 51 კომპანიაში განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული 757 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 3 კომპანიის 5 ნიმუშში. ნიმუშების გარკვეულ ნაწილზე ლაბორატორიული კვლევები გრძელდება.საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 132 დეგუსტაცია. სადეგუსტაციოდ შემოსული 6208 ნიმუშიდან 6006 დადებითად, ხოლო 202 ნიმუში უარყოფითად შეფასდა. ნიმუშის ორგანოლეპტიკური ტესტირება ხდება ფერსა და გამჭირვალობაზე, ტიპურობაზე, დაავადებების არსებობაზე, არომატზე, გემოსა და ჰარმონიულობაზე.უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია.უწყების ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უწყვეტად ახორციელებენ ხარისხის მონიტორინგს, რათა ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283107977_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_7701b0e39628d1c458588bd2d2033164.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, საზოგადოება, ახალი ამბები
ღვინის ეროვნული სააგენტო: ქართული ღვინის შემოწმებამ დარღვევები გამოავლინა
სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. 2025 წლის იანვარ-ივნისში 135 კომპანიაში ჩატარებული ინსპექტირებისას აღებული 561 ნიმუშიდან დარღვევა 8 კომპანიის 11 ნიმუშში აღმოჩნდა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინსპექტირების აღნიშნული პროცესი სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. სახელმწიფოს პრიორიტეტს ქართული ღვინის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა წარმოადგენს.
უწყების ცნობით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების Bureau Veritas-ისა და SGS-ის 52 კომპანიის ინსპექტირება განხორციელდა - 208 ნიმუშიდან დარღვევა 1 კომპანიის 1 ნიმუშში აღმოჩნდა.
ახალი რეგლამენტის მიხედვით, სერტიფიცირებული ქართული საექსპორტო ღვინის ინსპექტირებას ეკონომიკურ საბაჟო ზონაში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები SGS და Bureau Veritas 2021 წლის ივნისიდან ახორციელებენ.
გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში 51 კომპანიაში განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული 757 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 3 კომპანიის 5 ნიმუშში. ნიმუშების გარკვეულ ნაწილზე ლაბორატორიული კვლევები გრძელდება.
საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 132 დეგუსტაცია. სადეგუსტაციოდ შემოსული 6208 ნიმუშიდან 6006 დადებითად, ხოლო 202 ნიმუში უარყოფითად შეფასდა. ნიმუშის ორგანოლეპტიკური ტესტირება ხდება ფერსა და გამჭირვალობაზე, ტიპურობაზე, დაავადებების არსებობაზე, არომატზე, გემოსა და ჰარმონიულობაზე.
უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია.
უწყების ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უწყვეტად ახორციელებენ ხარისხის მონიტორინგს, რათა ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.