https://sputnik-georgia.com/20250708/euto-odiri-mzadaa-archevnebze-misia-gamoagzavnos-294085173.html
ეუთო/ოდირი: მზად ვართ თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად გავგზავნოთ მისია
ეუთო/ოდირი: მზად ვართ თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად გავგზავნოთ მისია
Sputnik საქართველო
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოს მთავრობა არ მოიწვევს ეუთო/ოდირის მისიას. 08.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-08T10:14+0400
2025-07-08T10:14+0400
2025-07-08T10:14+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ეუთო/ოდირი
თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289191026_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_d077cb8496023e5c04b3eb23fa44335e.jpg
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ეუთო/ოდირი გამოთქვამს მზადყოფნას საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად გაგზავნოს მისია, ნათქვამია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) განცხადებაში.გასულ თვეში ბრიტანეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდა 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის ყველა რეკომენდაცია.მაშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოს მთავრობა არ მოიწვევს ეუთო/ოდირის მისიას - ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის მისიის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით, დასძინა პრემიერმა.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეუთო/ოდირი წუხს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული განზრახვის გამო, არ მოიწვიოს მისია მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც გადახვევაა საქართველოს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში არსებული ხანგრძლივი და თანმიმდევრული პრაქტიკიდან.გარდა ამისა, ODIHR-ის განცხადებით, სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს კანონმდებლობა, რომელიც სულ უფრო მეტად ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას, ხელს უწყობს მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოში.მანამდე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სხდომაზე მიიღო „პორტოს დეკლარაცია", რომელშიც დაგმო 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დარღვევები და გამოთქვა შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსების ფართომასშტაბიანი გამოყენების გამო, რაც, მისი აზრით, ძირს უთხრის არჩევნების ლეგიტიმურობას. თუმცა, იმავე სხდომაზე ეუთოს გენმდივანმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ განაცხადა, რომ „ოდირის" ანგარიში მიუთითებს, რომ გარკვეული ხარვეზების მიუხედავად საპარლამენტო არჩევნების შედეგები ხალხის ნებას ასახავდა, ხოლო ოპოზიცია, რომელმაც ხმების 40 პროცენტზე მეტი მიიღო, უსამართლოდ ეპყრობა თავის ამომრჩევლებს.როგორც გუშინ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, ეუთოს რეზოლუციაში არჩევნებთან დაკავშირებით ასახული მოსაზრებები ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის ანგარიშის დასკვნებს.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა, ის ამას აცხადებს ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა დარღვევებსაც არ უარყოფს.ოთხივე ოპოზიციური პარტია - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „საქართველოსთვის“ - უარს აცხადებს შედეგების აღიარებაზე და მათ „გაყალბებულს“ უწოდებს. ისინი ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტის მუშაობას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289191026_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_2bae54dc211c493f904c12d2004a20e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ეუთო/ოდირი, თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ეუთო/ოდირი, თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები
ეუთო/ოდირი: მზად ვართ თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად გავგზავნოთ მისია
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოს მთავრობა არ მოიწვევს ეუთო/ოდირის მისიას.
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ეუთო/ოდირი გამოთქვამს მზადყოფნას საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად გაგზავნოს მისია, ნათქვამია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) განცხადებაში.
გასულ თვეში ბრიტანეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდა 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის ყველა რეკომენდაცია.
მაშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოს მთავრობა არ მოიწვევს ეუთო/ოდირის მისიას - ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის მისიის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით, დასძინა პრემიერმა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეუთო/ოდირი წუხს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული განზრახვის გამო, არ მოიწვიოს მისია მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც გადახვევაა საქართველოს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში არსებული ხანგრძლივი და თანმიმდევრული პრაქტიკიდან.
„ეუთო/ოდირი კვლავ მზადაა, სადამკვირვებლო მისია გაგზავნოს, თუ ხელისუფლება დროულად გააგზავნის მოწვევას, გამჭვირვალობისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ODIHR-ის განცხადებით, სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს კანონმდებლობა, რომელიც სულ უფრო მეტად ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას, ხელს უწყობს მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოში.
„დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი კვლავ ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ჩვენს ხანგრძლივ თანამშრომლობას როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ხელი შევუწყოთ დემოკრატიული მმართველობისა და ყველასთვის ადამიანის უფლებების გაძლიერებას“, - განაცხადა ოდირის დირექტორმა მარია თელალიანმა.
მანამდე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სხდომაზე მიიღო „პორტოს დეკლარაცია", რომელშიც დაგმო 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დარღვევები და გამოთქვა შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსების ფართომასშტაბიანი გამოყენების გამო, რაც, მისი აზრით, ძირს უთხრის არჩევნების ლეგიტიმურობას. თუმცა, იმავე სხდომაზე ეუთოს გენმდივანმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ განაცხადა, რომ „ოდირის" ანგარიში მიუთითებს, რომ გარკვეული ხარვეზების მიუხედავად საპარლამენტო არჩევნების შედეგები ხალხის ნებას ასახავდა, ხოლო ოპოზიცია, რომელმაც ხმების 40 პროცენტზე მეტი მიიღო, უსამართლოდ ეპყრობა თავის ამომრჩევლებს.
როგორც გუშინ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, ეუთოს რეზოლუციაში არჩევნებთან დაკავშირებით ასახული მოსაზრებები ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის ანგარიშის დასკვნებს.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა, ის ამას აცხადებს ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა დარღვევებსაც არ უარყოფს.
ოთხივე ოპოზიციური პარტია - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „საქართველოსთვის“ - უარს აცხადებს შედეგების აღიარებაზე და მათ „გაყალბებულს“ უწოდებს. ისინი ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტის მუშაობას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.