https://sputnik-georgia.com/20250708/elchma-serbetis-prezidents-rwmunebata-sigeli-gadasca-294089386.html
საბერძნეთსა და სერბეთში საქართველოს ელჩმა სერბეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საბერძნეთსა და სერბეთში საქართველოს ელჩმა სერბეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს. 08.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-08T16:00+0400
2025-07-08T16:00+0400
2025-07-08T16:00+0400
საქართველო
სერბეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/15/275967291_0:0:3156:1775_1920x0_80_0_0_48486b1ae42ef1b876f099bb9507b83e.jpg
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ბერიძემ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ სასახლეში პრეზიდენტსა და ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს, ბოლო პერიოდში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და საქართველო-სერბეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს.ელჩმა მადლობა გადაუხადა სერბეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.საქართველომ და სერბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დაამყარეს. 2018 წელს საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა.
საქართველო
სერბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/15/275967291_113:0:2844:2048_1920x0_80_0_0_93447426e4cd132a744c12fced02c840.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სერბეთი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, სერბეთი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ახალი ამბები
საბერძნეთსა და სერბეთში საქართველოს ელჩმა სერბეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს.
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ბერიძემ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ სასახლეში პრეზიდენტსა და ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს, ბოლო პერიოდში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და საქართველო-სერბეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს.
ელჩმა მადლობა გადაუხადა სერბეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.
საქართველომ და სერბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დაამყარეს. 2018 წელს საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა.