https://sputnik-georgia.com/20250708/axvlediani-giraos-sanacvlod-gaatavisuples-294095988.html
ალექსი ახვლედიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
ალექსი ახვლედიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
Sputnik საქართველო
საქმეზე წინასასმართლო სხდომა 27 აგვისტოს, 15:00 საათზე დაინიშნა. 08.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-08T21:10+0400
2025-07-08T21:10+0400
2025-07-08T21:27+0400
საქართველო
საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_c708abbe555ee74450a5c4ce5fc95a50.jpg
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დაკავებულ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროს ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.ახვლედიანს თანხის გადასახდელად 20-დღიანი ვადა განესაზღვრა.სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ახვლედიანისთვის 30 000- ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდება, დაცვის მხარემ კი არასაპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა.ამასთან, ადვოკატმა ლალი აფციაურმა სასამართლოს წარუდგინა თორნიკე რიჟვაძის მშობლების წერილი, რომლითაც მათ პროკურატურას უკვე მიმართეს. წერილში რიჟვაძის მშობლები აღნიშნავდნენ, რომ არ ჰქონდათ პრეტენზია ალექსი ახვლედიანთან, რომ ალექსი ახვლედიანი და თორნიკე რიჟვაძე უახლოესი მეგობრები არიან და ითხოვდნენ ახვლედიანის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას.სხდომას ესწრებოდა ბრალდებულიც, რომელმაც სიტყვის უფლებით ისარგებლა. საქმეზე წინასასმართლო სხდომა 27 აგვისტოს, 15:00 საათზე დაინიშნა.ახვლედიანს ბრალდება სსკ-ის 238-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით 7 ივლისს დააკავეს.გამოძიების ინფორმაციით, 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თორნიკე რიჟვაძე სტუმრად იმყოფებოდა საგარეჯოში, თავისი მეგობრის, ალექსი ახვლედიანის სახლში.პროკურატურის ცნობით, 7 ივლისს, დაახლოებით, 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ალექსი ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 7 ივლისს გადმოიყვანეს. ყოფილ მაღალჩინოსანს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში, კერძოდ ფილტვში აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_44eec6e4d4593f47a908e97efccd7a95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები
ალექსი ახვლედიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
21:10 08.07.2025 (განახლებულია: 21:27 08.07.2025) საქმეზე წინასასმართლო სხდომა 27 აგვისტოს, 15:00 საათზე დაინიშნა.
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დაკავებულ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროს ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
ახვლედიანს თანხის გადასახდელად 20-დღიანი ვადა განესაზღვრა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ახვლედიანისთვის 30 000- ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდება, დაცვის მხარემ კი არასაპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა.
ამასთან, ადვოკატმა ლალი აფციაურმა სასამართლოს წარუდგინა თორნიკე რიჟვაძის მშობლების წერილი, რომლითაც მათ პროკურატურას უკვე მიმართეს. წერილში რიჟვაძის მშობლები აღნიშნავდნენ, რომ არ ჰქონდათ პრეტენზია ალექსი ახვლედიანთან, რომ ალექსი ახვლედიანი და თორნიკე რიჟვაძე უახლოესი მეგობრები არიან და ითხოვდნენ ახვლედიანის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას.
სხდომას ესწრებოდა ბრალდებულიც, რომელმაც სიტყვის უფლებით ისარგებლა.
„ჩემს ინტერესშია, გამოძიებასთან თანამშრომლობა. ჩემს მეგობარზეა საუბარი. დანაშაული არ ჩამიდენია. მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიების პროცესში. სიმართლე დადგინდება, გარემოების ბრალია“, – აღნიშნა ალექსი ახვლედიანმა.
საქმეზე წინასასმართლო სხდომა 27 აგვისტოს, 15:00 საათზე დაინიშნა.
ახვლედიანს ბრალდება სსკ-ის 238-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით 7 ივლისს დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თორნიკე რიჟვაძე სტუმრად იმყოფებოდა საგარეჯოში, თავისი მეგობრის, ალექსი ახვლედიანის სახლში.
პროკურატურის ცნობით, 7 ივლისს, დაახლოებით, 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ალექსი ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 7 ივლისს გადმოიყვანეს. ყოფილ მაღალჩინოსანს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში, კერძოდ ფილტვში აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.