https://sputnik-georgia.com/20250708/aleqsi-axvledians-brali-wauyenes-294091247.html
პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარუდგინა
Sputnik საქართველო
ახვლედიანს სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. 08.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-08T15:43+0400
2025-07-08T15:43+0400
2025-07-08T15:44+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_b7747acc8f4af1f62e8b5971ff9edded.jpg
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.7 ივლისს, გვიან ღამით საგარეჯოში აჭარის მთავრობის ექს-მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. რიჟვაძე საგარეჯოში საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა და ინციდენტიც სწორედ იქ მოხდა. საგამოძიებო უწყება ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.უწყების ცნობით, თორნიკე რიჟვაძე 6 ივლისს, საღამოს საათებიდან სტუმრად იმყოფებოდა საგარეჯოში, თავისი მეგობრის, ალექსი ახვლედიანის სახლში. პროკურატურის ინფორმაციით, 7 ივლისს, დაახლოებით, 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში რიჟვაძემ მალულად აიღო ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი.სამართალდამცველებმა ახლვლედიანი იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.უწყების ცნობით, პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით.თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ დილით გადმოიყვანეს. ყოფილ მაღალჩინოსანს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში, კერძოდ ფილტვში აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_114:0:1447:1000_1920x0_80_0_0_48cd7d7ffe596d377fa38d90a91ceff8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარუდგინა
15:43 08.07.2025 (განახლებულია: 15:44 08.07.2025) ახვლედიანს სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
7 ივლისს, გვიან ღამით საგარეჯოში აჭარის მთავრობის ექს-მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. რიჟვაძე საგარეჯოში საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა და ინციდენტიც სწორედ იქ მოხდა. საგამოძიებო უწყება ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
უწყების ცნობით, თორნიკე რიჟვაძე 6 ივლისს, საღამოს საათებიდან სტუმრად იმყოფებოდა საგარეჯოში, თავისი მეგობრის, ალექსი ახვლედიანის სახლში. პროკურატურის ინფორმაციით, 7 ივლისს, დაახლოებით, 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში რიჟვაძემ მალულად აიღო ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი.
„იარაღი ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია“,- ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ახლვლედიანი იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით.
თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ დილით გადმოიყვანეს. ყოფილ მაღალჩინოსანს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში, კერძოდ ფილტვში აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.