საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციას უარყოფითი მნიშვნელობა აქვს

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2025
გამოწერა
ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიციის დეფიციტი მშპ-ის 91,7%-ს შეადგენს.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციას 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით უარყოფითი მნიშვნელობა აქვს და 31,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია – ეს არის სხვაობა უცხოეთში ქვეყნის რეზიდენტების კუთვნილი აქტივების ღირებულებასა და მოცემულ ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების საკუთრებაში არსებულ აქტივებს შორის. საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია, ისევე, როგორც საგადასახადო ბალანსი, იძლევა ინფორმაციას დანარჩენ მსოფლიოსთან ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების შეფასებისთვის.
პირველ კვარტალში მაჩვენებელი 1,4 მილიარდი დოლარით გაუარესდა. ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიციის დეფიციტი მშპ-ის 91,7%-ს შეადგენს.
მთლიანი საერთაშორისო აქტივები 17,2 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 162,8 მლრდ დოლარით ნაკლებია 2024 წლის მეოთხე კვარტლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
საანგარიშო პერიოდისთვის მთლიანი საერთაშორისო ვალდებულებები 48,7 მილიარდი დოლარი იყო. 2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ვალდებულებები 1,3 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0