https://sputnik-georgia.com/20250707/silk-road-group-gancxadebas-avrcelebs-294073009.html
Silk Road Group-ი ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებას განცხადებით ეხმაურება
Silk Road Group-ი ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებას განცხადებით ეხმაურება
Sputnik საქართველო
ბიზნესმენი თბილისის აეროპორტში სასაზღვრო კონტროლის გავლისას დააკავეს - მის ხელბარგში აღმოჩენილ იქნა კანონიერად შეძენილი, შენახვის უფლებით მასზე რეგისტრირებული... 07.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-07T09:30+0400
2025-07-07T09:30+0400
2025-07-07T09:30+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/99/248789962_0:51:3458:1996_1920x0_80_0_0_fc5d692b6fa269a6f47608a2be1b5ff7.jpg
თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. დაინტერესებულ მხარეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ნათქვამია ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომპანია Silk Road Group-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, კომპანია Silk Road Group-ის, Silknet-ის, Euronews Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი (მეტსახელად „ზარალა”) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირას, 6 ივლისს დააკავეს.შსს-ს ცნობით, ბიზნესმენი თბილისის აეროპორტში სასაზღვრო კონტროლის გავლისას დააკავეს - გამგზავრების ტერმინალში რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია ბიზნესმენს სახელზე, თუმცა, ტარების უფლება არ ჰქონდა.რამიშვილი სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/99/248789962_364:0:3095:2048_1920x0_80_0_0_cc4d1a84f9a52d9ed5383da324d9a675.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
Silk Road Group-ი ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებას განცხადებით ეხმაურება
ბიზნესმენი თბილისის აეროპორტში სასაზღვრო კონტროლის გავლისას დააკავეს - მის ხელბარგში აღმოჩენილ იქნა კანონიერად შეძენილი, შენახვის უფლებით მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი
თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. დაინტერესებულ მხარეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ნათქვამია ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომპანია Silk Road Group-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, კომპანია Silk Road Group-ის, Silknet-ის, Euronews Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი (მეტსახელად „ზარალა”) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირას, 6 ივლისს დააკავეს.
„დაინტერესებულ მხარეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ვინაიდან ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები", - აღნიშნულია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, ბიზნესმენი თბილისის აეროპორტში სასაზღვრო კონტროლის გავლისას დააკავეს - გამგზავრების ტერმინალში რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია ბიზნესმენს სახელზე, თუმცა, ტარების უფლება არ ჰქონდა.
რამიშვილი სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.