https://sputnik-georgia.com/20250707/saqartvelos-nakrebma-evropis-chempionatze-gunduri-pirveli-adgili-daikava-294072795.html
საქართველოს ნაკრებმა 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა
საქართველოს ნაკრებმა 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა
Sputnik საქართველო
კონტინენტის პირველობაზე ნაკრებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს 07.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-07T11:29+0400
2025-07-07T11:29+0400
2025-07-07T11:29+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24697/24/246972499_0:81:3354:1968_1920x0_80_0_0_2f41cb7e8aba3046eacf9616c2561b72.jpg
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.იტალიაში დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე ბელდუხ გავაშელიშვილის შეგირდებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი 164 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს.ჩემპიონები დავით ჭეჭელაშვილი (79კგ), დაჩი პაპინაშვილი (86კგ) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (97კგ) გახდნენ.ვერცხლი ნიკა ზანგალაძის (57კგ) ანგარიშზეა. ბრინჯაოს მედლებს საბა ღამბაშიძე (61კგ), გოგა ოთინაშვილი (70კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილი (125კგ) დაეუფლნენ.შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დასრულებულ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროსა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ალექსანდრე რუსიტაშვილი, ანრი ფუტკარაძე და ლუკა ქოჩალიძე გახდნენ. ბრინჯაოს მედლები კი ვახტანგ ლოლუამ, ანრი ხოზრევანიძემ, კობა ქარუმიძემ და საბა ფურცელაძემ მოიპოვეს.საქართელოს ნაკრებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სამი ოქროსა და ოთხი ბრინჯაოს მედლით კონტინენტის პირველობაზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24697/24/246972499_312:0:3043:2048_1920x0_80_0_0_2408c02c0096a61ed1633e6039411407.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს ნაკრებმა 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა
კონტინენტის პირველობაზე ნაკრებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
იტალიაში დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე ბელდუხ გავაშელიშვილის შეგირდებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი 164 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს.
ჩემპიონები დავით ჭეჭელაშვილი (79კგ), დაჩი პაპინაშვილი (86კგ) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (97კგ) გახდნენ.
ვერცხლი ნიკა ზანგალაძის (57კგ) ანგარიშზეა. ბრინჯაოს მედლებს საბა ღამბაშიძე (61კგ), გოგა ოთინაშვილი (70კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილი (125კგ) დაეუფლნენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დასრულებულ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროსა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ალექსანდრე რუსიტაშვილი, ანრი ფუტკარაძე და ლუკა ქოჩალიძე გახდნენ. ბრინჯაოს მედლები კი ვახტანგ ლოლუამ, ანრი ხოზრევანიძემ, კობა ქარუმიძემ და საბა ფურცელაძემ მოიპოვეს.
საქართელოს ნაკრებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სამი ოქროსა და ოთხი ბრინჯაოს მედლით კონტინენტის პირველობაზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.