https://sputnik-georgia.com/20250707/rogoria-rijvadzis-janmrtelobis-mdgomareoba-294082045.html
როგორია აჭარის მთავრობის ექს-მეთაურის მდგომარეობა - ბოლო მონაცემები კლინიკიდან
როგორია აჭარის მთავრობის ექს-მეთაურის მდგომარეობა - ბოლო მონაცემები კლინიკიდან
Sputnik საქართველო
თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით კლინიკაში დაახლოებით 06:30 საათზე შეიყვანეს. 07.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-07T21:00+0400
2025-07-07T21:00+0400
2025-07-08T08:37+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24249/49/242494930_0:0:2016:1134_1920x0_80_0_0_6b7be47a0b5458f1389c148b3a47e1e6.jpg
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითი დინამიკით ხასიათდება, თუმცა იგი ჯერ ისე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან.აჭარის მთავრობის ექს-მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა საგარეჯოში გვიან, ღამით სცადა. რიჟვაძე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა და ინციდენტიც იქ მოხდა - პოლიციამ ახვლედიანი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავა.რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით კლინიკაში დაახლოებით 06:30 საათზე შეიყვანეს.მისი თქმით, პაციენტი კლინიკაში დილით ადრე, დაახლოებით 06:30 საათზე შეიყვანეს. იგი სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე.ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა, თვითმკვლელობის მცდელობამდე თითქოსდა წერილი დაწერა, რომელშიც კორუფციასა და ნარკომოვაჭრეების მფარველობაში ბრალდებებს ახსენებდა. რიჟვაძის თქმით, მისი ყველა მეგობარი, კოლეგა და ნათესავი მხოლოდ მისი მითითებებითა და ბრძანებებით მოქმედებდა და ისინი არაფერში არ არიან დამნაშავე. მან ასევე დაწერა, რომ ძალიან დაიღალა.წერილი მედპერსონალმა რიჟვაძის ტანსაცმელში იპოვა.რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.ვინ არის თორნიკე რიჟვაძეთორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის მეთაურის თანამდებობა ამა წლის 4 აპრილს დატოვა. ის 2016 წლის დეკემბრიდან საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა და ასევე იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეც.2014-2016 წლებში რიჟვაძე აჭარის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მრჩეველი იყო.2013-2017 წლებში ის იყო „აჭარისწყალი ჯორჯიას“ (აჭარის წყლები) იურიდიულ საკითხებში მრჩეველი, შემდეგ კი კომპანიის დირექტორი იყო.რიჟვაძე 36 წლისაა. განათლება საქართველოში და საზღვარგარეთ აქვს მიღებული. 2012-2013 წლებში იყო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „ჩივნინგის“ Chevening Scholarships) სტიპენდიანტი, შემდეგ საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრი გახდა.ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24249/49/242494930_260:0:1772:1134_1920x0_80_0_0_cbbb3896b2af983e633bcc99a7a17fe6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
როგორია აჭარის მთავრობის ექს-მეთაურის მდგომარეობა - ბოლო მონაცემები კლინიკიდან
21:00 07.07.2025 (განახლებულია: 08:37 08.07.2025) თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით კლინიკაში დაახლოებით 06:30 საათზე შეიყვანეს.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითი დინამიკით ხასიათდება, თუმცა იგი ჯერ ისე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან.
აჭარის მთავრობის ექს-მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა საგარეჯოში გვიან, ღამით სცადა. რიჟვაძე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა და ინციდენტიც იქ მოხდა - პოლიციამ ახვლედიანი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავა.
რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით კლინიკაში დაახლოებით 06:30 საათზე შეიყვანეს.
„ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დადებით დინამიკას აჩვენებს, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია. ჰემოდინამიკის პარამეტრები მეტ-ნაკლებად აღდგენილია, იგი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. უტარდება ის სამკურნალო ღონისძიებები, რაც პროტოკოლითაა გათვალისწინებული“, – განაცხადა რატიანმა.
მისი თქმით, პაციენტი კლინიკაში დილით ადრე, დაახლოებით 06:30 საათზე შეიყვანეს. იგი სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე.
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა, თვითმკვლელობის მცდელობამდე თითქოსდა წერილი დაწერა, რომელშიც კორუფციასა და ნარკომოვაჭრეების მფარველობაში ბრალდებებს ახსენებდა. რიჟვაძის თქმით, მისი ყველა მეგობარი, კოლეგა და ნათესავი მხოლოდ მისი მითითებებითა და ბრძანებებით მოქმედებდა და ისინი არაფერში არ არიან დამნაშავე. მან ასევე დაწერა, რომ ძალიან დაიღალა.
წერილი მედპერსონალმა რიჟვაძის ტანსაცმელში იპოვა.
რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის მეთაურის თანამდებობა ამა წლის 4 აპრილს დატოვა. ის 2016 წლის დეკემბრიდან საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა და ასევე იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეც.
2014-2016 წლებში რიჟვაძე აჭარის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მრჩეველი იყო.
2013-2017 წლებში ის იყო „აჭარისწყალი ჯორჯიას“ (აჭარის წყლები) იურიდიულ საკითხებში მრჩეველი, შემდეგ კი კომპანიის დირექტორი იყო.
რიჟვაძე 36 წლისაა. განათლება საქართველოში და საზღვარგარეთ აქვს მიღებული. 2012-2013 წლებში იყო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „ჩივნინგის“ Chevening Scholarships) სტიპენდიანტი, შემდეგ საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრი გახდა.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.