https://sputnik-georgia.com/20250707/rijvadze-martvit-suntqvaze-imkopeba-294076510.html
მართვით სუნთქვაზე იმყოფება: საუნივერსიტეტო კლინიკს რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
მართვით სუნთქვაზე იმყოფება: საუნივერსიტეტო კლინიკს რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. აჭარის მთავრობის ექს-თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, განაცხადა პირველი... 07.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-07T13:00+0400
2025-07-07T13:00+0400
2025-07-07T13:01+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1e/249584938_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_859adfee5b115540f025ca54615d02b0.jpg
თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. აჭარის მთავრობის ექს-თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებთან.რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსიდან“, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს დილით გადმოიყვანეს.შსს-ს ცნობით, კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით დღეს, დილით შეიყვანეს. რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება - მას ფილტვი აქვს დაზიანებული.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რიჟვაძემ თავის მოკვლა სცადა. ტელეკომპანია „მთავარი არხის" ინფორმაციით, რიჟვაძე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მძლეოსნობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა, სადაც გასროლა მოხდა.რიჟვაძის საქმეზე კი გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.აღნიშნულ საქმეზე სსკ-ის 238-ე მუხლით („ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა") დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1e/249584938_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_bbb7f9051d879cad084165811c6dd7e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. აჭარის მთავრობის ექს-თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებთან.
რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსიდან“, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს დილით გადმოიყვანეს.
შსს-ს ცნობით, კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით დღეს, დილით შეიყვანეს. რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება - მას ფილტვი აქვს დაზიანებული.
„ყველაფერი უტარდება, რაც სჭირდება. მდგომარეობა მძიმეა. [ქირურგიული ჩარევა] ჩვენთან არ დასჭირვებია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე“, - განაცხადა ტურძელაძემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რიჟვაძემ თავის მოკვლა სცადა.
ტელეკომპანია „მთავარი არხის" ინფორმაციით, რიჟვაძე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მძლეოსნობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა, სადაც გასროლა მოხდა.
რიჟვაძის საქმეზე კი გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეზე სსკ-ის 238-ე მუხლით („ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა") დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი.