https://sputnik-georgia.com/20250707/qochorashvili-sportings-sheuertda-294079318.html
„კაპიტანი ამერიკა“ საქართველოდან - ქოჩორაშვილი „სპორტინგს“ შეუერთდა
„კაპიტანი ამერიკა“ საქართველოდან - ქოჩორაშვილი „სპორტინგს“ შეუერთდა
Sputnik საქართველო
ქოჩორაშვილთან ლისაბონის კლუბმა 2030 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა, რომლის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა. 07.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-07T20:37+0400
2025-07-07T20:37+0400
2025-07-07T20:37+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/07/294074793_0:442:1638:1363_1920x0_80_0_0_d4c6dfddee01c07d1bedbaec13ea5608.jpg
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი პორტუგალიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბს, ლისაბონის „სპორტინგს" შეუერთდა, ინფორმაცია პორტუგალიური გუნდის ხელმძღვანელობამ დაადასტურა.ქოჩორაშვილმა „სპორტინგთან“ კონტრაქტი 2025 წლის აპრილში გააფორმა, თუმცა სეზონის ბოლომდე ესპანურ „ლევანტეში“ დარჩა. პორტალ Transfermarkt-ის ინფორმაციით, პორტუგალიელებმა ქოჩორაშვილის სანაცვლოდ 5,5 მილიონი ევრო გადაიხადეს.ქოჩორაშვილის კონტრაქტში ასევე ნათქვამია, რომ ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა.ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ 2019 წელს შეუერთდა. „ლევანტეს“ მაისურით ფეხბურთელმა 57 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. თავდაპირველად იგი სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა. იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ლა ლიგაში „ატლეტიკის“ წინააღმდეგ. 2022/2023 წლების სეზონში ქოჩორაშვილი იჯარით „კასტელიონში“ გადავიდა, სადაც მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა. ქართველი ნახევარმცველი „ლევანტეში“ 2023 წლის ზაფხულში დაბრუნდა და იმავე წლის მაისში კლუბთან კონტრაქტი ორი სეზონით გაახანგრძლივა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/07/294074793_0:288:1638:1517_1920x0_80_0_0_d528a6402453e85ba00edcc6cca6d653.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„კაპიტანი ამერიკა“ საქართველოდან - ქოჩორაშვილი „სპორტინგს“ შეუერთდა
ქოჩორაშვილთან ლისაბონის კლუბმა 2030 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა, რომლის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი პორტუგალიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბს, ლისაბონის „სპორტინგს" შეუერთდა, ინფორმაცია პორტუგალიური გუნდის ხელმძღვანელობამ დაადასტურა.
ქოჩორაშვილმა „სპორტინგთან“ კონტრაქტი 2025 წლის აპრილში გააფორმა, თუმცა სეზონის ბოლომდე ესპანურ „ლევანტეში“ დარჩა. პორტალ Transfermarkt-ის ინფორმაციით, პორტუგალიელებმა ქოჩორაშვილის სანაცვლოდ 5,5 მილიონი ევრო გადაიხადეს.
„ტრანსფერი დასრულებულია, გიორგი ქოჩორაშვილი ჩვენი მოთამაშეა – „კაპიტანი ამერიკა“ ჩამოვიდა. 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა", - ნათქვამია განცხადებაში.
ქოჩორაშვილის კონტრაქტში ასევე ნათქვამია, რომ ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა.
ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ 2019 წელს შეუერთდა. „ლევანტეს“ მაისურით ფეხბურთელმა 57 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. თავდაპირველად იგი სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა. იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ლა ლიგაში „ატლეტიკის“ წინააღმდეგ.
2022/2023 წლების სეზონში ქოჩორაშვილი იჯარით „კასტელიონში“ გადავიდა, სადაც მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა. ქართველი ნახევარმცველი „ლევანტეში“ 2023 წლის ზაფხულში დაბრუნდა და იმავე წლის მაისში კლუბთან კონტრაქტი ორი სეზონით გაახანგრძლივა.