ყველა დეტალი გაირკვევა: პაპუაშვილი რიჟვაძის საქმეს ეხმაურება

© Facebook / Government of Ajaraთორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2025
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარის მიერ თვითმკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.
თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ყველა დეტალი გაირკვევა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
7 ივლისს, გამთენიისა რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით საგარეჯოში კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ შეიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია. მოგვიანებით, იგი საგარეჯოდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს - რიჟვაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურად მძიმედ ფასდება, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„მძიმე შემთხვევა არის. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკეს. იცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ყველა დეტალი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გაირკვევა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძის ჩასვლასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები. მედია დაინტერესდა ხომ არ უკავშირდებოდა თორნიკე რიჟვაძის მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობას ის ფაქტი, რომ თითქოს შს მინისტრი და სამართალდამცველები მის დასაკავებლად მიდიოდნენ.
„არ ვიცი საიდან მოგაქვთ ეს ვერსიები. ყველაფერი საჯაროდ ითქვა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. იცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მოხდა მძიმე შემთხვევა, შს მინისტრი თავად იყო შემთხვევის ადგილზე და გამოძიება შეეცდება დაადგინოს ყველა დეტალი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
დღეს მედიაში გავრცელდა რიჟვაძის წერილიც, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თავისი საქციელის მიზეზად კორუფციისა და ნარკომოვაჭრეთა მფარველობის ბრალდება დაასახელა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანია დაკავებული. მედიის ცნობით, ინციდენტის დროს რიჟვაძე ახვლედიანის დედის სახლში იმყოფებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0