https://sputnik-georgia.com/20250707/japaridze-archevnebshi-monawileobastan-dakavshirebit-294073756.html
აბსოლუტურად სწორი იყო: ჯაფარიძე მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებაზე
აბსოლუტურად სწორი იყო: ჯაფარიძე მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებაზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდების დატუსაღებას კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან... 07.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-07T13:00+0400
2025-07-07T13:00+0400
2025-07-07T13:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/06/249374244_0:96:3077:1827_1920x0_80_0_0_5af29f0e7cbac07d3e98a37e1e870e2c.jpg
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდების დატუსაღებას კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით, დაწერა სოციალურ ქსელში „ლელო - საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პატიმრობაში მყოფმა ბადრი ჯაფარიძემ.კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. კოალიციაში, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩამოყალიბდა, შედიან პარტიები „ლელო საქართველოსთვის“ და „მოქალაქეები“.ოპოზიციური პარტიის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მწვავე რეაქცია მოჰყვა როგორც პარტიის შიგნით, ისე მის გარეთ.ჯაფარიძემ „ლელოს“ მაკრიტიკებელ ოპოზიციას ერთმანეთის პოზიციების პატივისცემისკენ მოუწოდა.საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, არჩევნებში მონაწილეობაც და ოპოზიციური დაპირისპირებაც უცხოელი პატრონების მიერ დაწერილი სცენარის ნაწილია და ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას ემსახურება.თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებამ პარტიის რიგ წევრებს შორის უკმაყოფილება გამოიწვია. „ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭო უკვე დატოვეს ანა ნაცვლიშვილმა, საბა ბუაძემ და დეა მეტრეველმა. მათ ასევე დატოვეს პარტიული თანამდებობებიც. უფრო კონკრეტულად, საბა ბუაძე თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, დეა მეტრეველმა კი პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობიდან გადადგა.თვითმმართველობის არჩევნებიადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება. ამგვარად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ეყოფა რესურსები კონკრეტულ რაიონი გამარჯვებისთვის.ამ დროისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება, მხოლოდ ორი პარტიაა დარეგისტრირებული.არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ოპოზიციური პარტიებიდან, რომელთაც რეგისტრაციისთვის ჯერ კიდევ აქვთ დრო, მონაწილეობა დაადასტურეს პარტიებმა „საქართველოსთვის“ და „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/06/249374244_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_b56f96f138c137c281e630455823130c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდების დატუსაღებას კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით, დაწერა სოციალურ ქსელში „ლელო - საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პატიმრობაში მყოფმა ბადრი ჯაფარიძემ.
კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. კოალიციაში, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩამოყალიბდა, შედიან პარტიები „ლელო საქართველოსთვის“ და „მოქალაქეები“.
ოპოზიციური პარტიის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მწვავე რეაქცია მოჰყვა როგორც პარტიის შიგნით, ისე მის გარეთ.
ჯაფარიძემ „ლელოს“ მაკრიტიკებელ ოპოზიციას ერთმანეთის პოზიციების პატივისცემისკენ მოუწოდა.
„პოლიტიკური პატიმრების სიმრავლე და მათ შორის პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობის საპყრობილეში გამომწყვდევა ემსახურება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ მიზანს - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ხელი ჩაიქნიონ, დაკარგონ დადებითი ცვლილებების იმედი და შეწყვიტონ წინააღმდეგობა... ჩვენ მზად ვართ, შევიდეთ უთანასწორო ბრძოლაში მათი უფლებების დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, არჩევნებში მონაწილეობაც და ოპოზიციური დაპირისპირებაც უცხოელი პატრონების მიერ დაწერილი სცენარის ნაწილია და ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას ემსახურება.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს პროდასავლურ ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს შორის განხეთქილების ხელშეწყობა, დაპირისპირების პროვოცირება. ნებისმიერ მსგავს მცდელობას ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ძალისხმევის გაერთიანებით და ერთობით და იქ სადაც, ამას ვერ ვაღწევთ ერთმანეთის პოზიციების პატივისცემით!", - ნათქვამია განცხადებაში.
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებამ პარტიის რიგ წევრებს შორის უკმაყოფილება გამოიწვია. „ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭო უკვე დატოვეს ანა ნაცვლიშვილმა, საბა ბუაძემ და დეა მეტრეველმა. მათ ასევე დატოვეს პარტიული თანამდებობებიც. უფრო კონკრეტულად, საბა ბუაძე თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, დეა მეტრეველმა კი პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობიდან გადადგა.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება. ამგვარად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ეყოფა რესურსები კონკრეტულ რაიონი გამარჯვებისთვის.
ამ დროისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება, მხოლოდ ორი პარტიაა დარეგისტრირებული.
არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ოპოზიციური პარტიებიდან, რომელთაც რეგისტრაციისთვის ჯერ კიდევ აქვთ დრო, მონაწილეობა დაადასტურეს პარტიებმა „საქართველოსთვის“ და „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.
არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები".