https://sputnik-georgia.com/20250707/ivnisshi-xetyis-ukanono-mopovebis-64-paqti-gamovlinda-294075609.html
ივნისში ხეტყის უკანონო მოპოვების 64 ფაქტი გამოვლინდა
ივნისში ხეტყის უკანონო მოპოვების 64 ფაქტი გამოვლინდა
Sputnik საქართველო
ჯამში ამოღებულია 79 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხეტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა 07.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-07T13:36+0400
2025-07-07T13:36+0400
2025-07-07T13:36+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_80:185:1908:1213_1920x0_80_0_0_4b3fc604c52a4598b696229bd4b1b419.jpg
თბილისი, 7 ივლისი Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ივნისის თვეში სამართალდარღვევის 65 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სამართალდარღვევებიდან 64 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა- სამართალდარღვევებიდან 3 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 1 ფაქტი.ჯამში ამოღებულია 79 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხეტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_193:0:1810:1213_1920x0_80_0_0_88c223d7b13d3dc6393ea87b28c36f95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
ივნისში ხეტყის უკანონო მოპოვების 64 ფაქტი გამოვლინდა
ჯამში ამოღებულია 79 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხეტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა
თბილისი, 7 ივლისი Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ივნისის თვეში სამართალდარღვევის 65 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდარღვევებიდან 64 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა- სამართალდარღვევებიდან 3 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 1 ფაქტი.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 33 ფაქტი გამოვლენილია გურიაში, 8-8 ფაქტი სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში, 6-6 ფაქტი იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში, 3 ფაქტი მცხეთა-მთიანეთში და 1 ფაქტი ქვემო ქართლში.
ჯამში ამოღებულია 79 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხეტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულება ტყის აღდგენის ღონისძიებებია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 4 ათას ჰექტარ ფართობზეა განხორციელებული, გეგმის მიხედვით კი 2030 წლამდე აღდგენის სამუშაოები სულ მცირე 20 ათას ჰექტარ ფართობზე განხორციელდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.