https://sputnik-georgia.com/20250707/giorgi-ramishvils-brali-waredgina-294080552.html
ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე დაკავებულ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს... 07.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-07T17:56+0400
2025-07-07T17:56+0400
2025-07-07T20:35+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_c658b658dcf62445cad61b7eec00123a.jpg
თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე დაკავებულ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს (მეტსახელად „ზარალა”) ბრალდება წარუდგინა.ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, კომპანია Silk Road Group-ის, Silknet-ის, Euronews Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი კვირას, 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მის ხელბარგში აღმოჩენილ იქნა კანონიერად შეძენილი, შენახვის უფლებით მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი.დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9110a34f307253289ed9758fb5184b36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
17:56 07.07.2025 (განახლებულია: 20:35 07.07.2025) თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე დაკავებულ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს (მეტსახელად „ზარალა”) ბრალდება წარუდგინა.
ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, კომპანია Silk Road Group-ის, Silknet-ის, Euronews Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი კვირას, 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მის ხელბარგში აღმოჩენილ იქნა კანონიერად შეძენილი, შენახვის უფლებით მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი.
„6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რედგენო-სკანერით შემოწმებისას ბრალდებულს ხელბარგში აღმოაჩნდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული WALTHER PPK/S-ის მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდითა და 7 ცალი, 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.