https://sputnik-georgia.com/20250707/bochorishvili-dasavletis-mxridan-saqartvelos-kritika-gaugebaria-294078792.html
ბოჭორიშვილი: დასავლეთის ქვეყნების მკაცრი კანონების ფონზე საქართველოს კრიტიკა გაუგებარია
ბოჭორიშვილი: დასავლეთის ქვეყნების მკაცრი კანონების ფონზე საქართველოს კრიტიკა გაუგებარია
Sputnik საქართველო
საქართველოს აქვს უფლება დაიცვას თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესები, განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნების მიერ მიღებული უფრო მკაცრი და რადიკალური ზომების ფონზე. 07.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-07T17:37+0400
2025-07-07T17:37+0400
2025-07-07T17:37+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291387748_0:0:1024:577_1920x0_80_0_0_d2669eb924233245c484b521023eff62.jpg
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა გაუგებრობას იწვევს, რადგანაც ბევრ დასავლურ ქვეყანაში ეროვნული ინტერესების დასაცავად გაცილებით მკაცრი კანონები და მეთოდები მოქმედებს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ხშირად ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საქართველოს ხელისუფლება რაღაც მიუღებელს ან განსაკუთრებულს აკეთებს, რასაც დასავლეთის ქვეყნები არ აკეთებენ.მან ასევე სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო დროს გახშირდა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ შანტაჟის შემთხვევები. მისი თქმით, ამაში აქტიურად არიან ჩართული როგორც ქართველი პოლიტიკოსები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც უვიზო რეჟიმს განიხილავენ როგორც ერთ-ერთ შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქეები დაისაჯონ იმ არჩევანისთვის, რომელსაც ისინი აკეთებენ საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ.27 იანვარს ევროკავშირის საბჭომ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოში 2024 წელს „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის და „ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების საპასუხოდ, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს. ევროკავშირს მიაჩნია, რომ ეს კანონები ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291387748_52:0:961:682_1920x0_80_0_0_d485e51af441b2208dea59d847df514b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
ბოჭორიშვილი: დასავლეთის ქვეყნების მკაცრი კანონების ფონზე საქართველოს კრიტიკა გაუგებარია
საქართველოს აქვს უფლება დაიცვას თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესები, განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნების მიერ მიღებული უფრო მკაცრი და რადიკალური ზომების ფონზე.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა გაუგებრობას იწვევს, რადგანაც ბევრ დასავლურ ქვეყანაში ეროვნული ინტერესების დასაცავად გაცილებით მკაცრი კანონები და მეთოდები მოქმედებს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ხშირად ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საქართველოს ხელისუფლება რაღაც მიუღებელს ან განსაკუთრებულს აკეთებს, რასაც დასავლეთის ქვეყნები არ აკეთებენ.
„ამ დროს აღმოაჩენ, რომ უფრო მეტად მძიმე კანონები შეიძლება არსებობდეს იმ ქვეყნებში, უფრო მეტად ხისტი მეთოდებით იცავდეს ესა თუ ის ქვეყანა საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და კიდევ უფრო გაუგებარი ხდება ხოლმე ის კრიტიკა, რომელიც მოდის საქართველოს მისამართით", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მან ასევე სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო დროს გახშირდა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ შანტაჟის შემთხვევები. მისი თქმით, ამაში აქტიურად არიან ჩართული როგორც ქართველი პოლიტიკოსები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც უვიზო რეჟიმს განიხილავენ როგორც ერთ-ერთ შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქეები დაისაჯონ იმ არჩევანისთვის, რომელსაც ისინი აკეთებენ საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ.
2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელონ ტურისტული და საქმიანი ვიზიტები 90 დღემდე უვიზოდ, მაგრამ არა უმეტეს ექვს თვეში ერთხელ.
27 იანვარს ევროკავშირის საბჭომ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოში 2024 წელს „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის და „ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების საპასუხოდ, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს. ევროკავშირს მიაჩნია, რომ ეს კანონები ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.