ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე „ზარალა"დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2025
გამოწერა
თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, კომპანია Silk Road Group-ის, Silknet-ის, Euronews Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი (მეტსახელად „ზარალა”) დააკავეს, იუწყება ქართული მედია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაიით, დაკავების მიზეზი, სავარაუდოდ, იარაღია.
ბიზნესმენის დაკავების ფაქტი შსს-მაც დაადასტურა. უწყების ცნობით, ბიზნესმენი კვირას, 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს - გამგზავრების ტერმინალში რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია ბიზნესმენს სახელზე, თუმცა, ტარების უფლება არ ჰქონდა.
რამიშვილი სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0