https://sputnik-georgia.com/20250706/psj-reals-daupirispirdeba-294065393.html
„პსჟ" ნახევარფინალში მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება
„პსჟ" ნახევარფინალში მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება
Sputnik საქართველო
შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება 06.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-06T11:31+0400
2025-07-06T11:31+0400
2025-07-06T11:31+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1e/293121852_0:274:1351:1033_1920x0_80_0_0_f4fb168af3ac6f29719a221fb50f7d81.jpg
თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და გუნდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო.მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა ვერცერთმა გუნდმა მოახერხა, თუმცა, პარიზელებმა მიზანს მეორე ტაიმში მიაღწიეს – 78-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა დეზირე დუემ დააგვირგვინა და „პარი სენ-ჟერმენი“ წინ გაიყვანა. ხუთ წუთში პაჩო ლეონ გორეცკასთან უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს და ფრანგების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დაცვის გასაძლიერებლად ხვიჩა კვარაცხელია მცველით, ბერალდოთი შეცვალა.90+2-ე წუთზე ლუკა ერნანდესმაც წითელი ბარათი მიიღო. ცხრა მოთამაშით დარჩენილმა „პსჟ"-მა გერმანელებს მეორე გოლიც გაუტანა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც 9 ივლისს მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1e/293121852_0:147:1351:1160_1920x0_80_0_0_5ae9b59810b412b6b5100b2cb25c16a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„პსჟ" ნახევარფინალში მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება
შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება
თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და გუნდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა ვერცერთმა გუნდმა მოახერხა, თუმცა, პარიზელებმა მიზანს მეორე ტაიმში მიაღწიეს – 78-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა დეზირე დუემ დააგვირგვინა და „პარი სენ-ჟერმენი“ წინ გაიყვანა. ხუთ წუთში პაჩო ლეონ გორეცკასთან უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს და ფრანგების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დაცვის გასაძლიერებლად ხვიჩა კვარაცხელია მცველით, ბერალდოთი შეცვალა.
90+2-ე წუთზე ლუკა ერნანდესმაც წითელი ბარათი მიიღო. ცხრა მოთამაშით დარჩენილმა „პსჟ"-მა გერმანელებს მეორე გოლიც გაუტანა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც 9 ივლისს მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.