https://sputnik-georgia.com/20250706/konstantine-petriashvili-evropis-chempionia-294065517.html
კონსტანტინე პეტრიაშვილი და დავით ჭეჭელაშვილი ევროპის ჩემპიონები გახდნენ
კონსტანტინე პეტრიაშვილი და დავით ჭეჭელაშვილი ევროპის ჩემპიონები გახდნენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ) და დავით ჭეჭელაშვილი (79... 06.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-06T09:26+0400
2025-07-06T09:26+0400
2025-07-06T09:29+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23314/15/233141542_0:14:3209:1819_1920x0_80_0_0_fa70319d025ecb1044cb354f4d9f2314.jpg
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ) და დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ) ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. ორივე მათგანმა მეტოქე ანგარიშით 10:0 დაამარცხა და ტურნირი დამსახურებულად მოიგო.ფინალაში დამარცხდა ნიკა ზანგალაძე (57 კგ) და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედალი კი მოიპოვა გოგა ოთინაშვილმა (70 კგ).რამდენიმე დღის წინ დასრულებულ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროსა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ალექსანდრე რუსიტაშვილი, ანრი ფუტკარაძე და ლუკა ქოჩალიძე გახდნენ. ბრინჯაოს მედლები კი ვახტანგ ლოლუამ, ანრი ხოზრევანიძემ, კობა ქარუმიძემ და საბა ფურცელაძემ მოიპოვეს.საქართელოს ნაკრებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სამი ოქროსა და ოთხი ბრინჯაოს მედლით კონტინენტის პირველობაზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23314/15/233141542_253:0:2920:2000_1920x0_80_0_0_fcd33686a1d94810b19bc896f8712340.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
კონსტანტინე პეტრიაშვილი და დავით ჭეჭელაშვილი ევროპის ჩემპიონები გახდნენ
09:26 06.07.2025 (განახლებულია: 09:29 06.07.2025) თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ) და დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ) ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.
ორივე მათგანმა მეტოქე ანგარიშით 10:0 დაამარცხა და ტურნირი დამსახურებულად მოიგო.
ფინალაში დამარცხდა ნიკა ზანგალაძე (57 კგ) და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედალი კი მოიპოვა გოგა ოთინაშვილმა (70 კგ).
რამდენიმე დღის წინ დასრულებულ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროსა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ალექსანდრე რუსიტაშვილი, ანრი ფუტკარაძე და ლუკა ქოჩალიძე გახდნენ. ბრინჯაოს მედლები კი ვახტანგ ლოლუამ, ანრი ხოზრევანიძემ, კობა ქარუმიძემ და საბა ფურცელაძემ მოიპოვეს.
საქართელოს ნაკრებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სამი ოქროსა და ოთხი ბრინჯაოს მედლით კონტინენტის პირველობაზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.