ავარია ბათუმში - დაშავდა ორი პირი

© photo: Sputnik / Stringer„სასწრაფო დახმარება"
„სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2025
გამოწერა
თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
შემთხვევა მახინჯაურის დასახლებაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0