https://sputnik-georgia.com/20250705/senaksi-aziur-farosamas-ebrzvian-294060559.html
სენაკში აზიურ ფაროსანას ებრძვიან
სენაკში აზიურ ფაროსანას ებრძვიან
Sputnik საქართველო
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ეტაპობრივად დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება. 05.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-05T16:05+0400
2025-07-05T16:05+0400
2025-07-05T16:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზიური ფაროსანა
სურსათის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/18/272438587_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_aaeda648f8cdb98575e480af14575212.jpg
თბილისი, 5 ივლისი - Sputnik. სენაკის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში ათი ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული და ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სენაკი-აბაშის ჯგუფმა თერმული ნისლით 600 ჰა ტერიტორია უკვე დაამუშავა. სააგენტოს ცნობით, მავნებელის საწინააღმდეგო ღონისძიებები მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინირებულად და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს. პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. პარალელურ რეჟიმში, ცივი შესხურებით ინტენსიურად მუშავდება ჯაგები და ტყის პერიმეტრები. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, საკუთარ თხილის ბაღებსა და სხვა კულტურებში წამლობა აგროკალენდრის მიხედვით დროულად განახორციელოს. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ეტაპობრივად დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება. მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს. აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/18/272438587_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_9cb06c7f4722c007ae3da30854308212.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზიური ფაროსანა, სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, აზიური ფაროსანა, სურსათის ეროვნული სააგენტო
სენაკში აზიურ ფაროსანას ებრძვიან
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ეტაპობრივად დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.
თბილისი, 5 ივლისი - Sputnik. სენაკის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში ათი ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული და ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სენაკი-აბაშის ჯგუფმა თერმული ნისლით 600 ჰა ტერიტორია უკვე დაამუშავა.
სააგენტოს ცნობით, მავნებელის საწინააღმდეგო ღონისძიებები მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინირებულად და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს. პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. პარალელურ რეჟიმში, ცივი შესხურებით ინტენსიურად მუშავდება ჯაგები და ტყის პერიმეტრები.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, საკუთარ თხილის ბაღებსა და სხვა კულტურებში წამლობა აგროკალენდრის მიხედვით დროულად განახორციელოს.
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ეტაპობრივად დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.
მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.