https://sputnik-georgia.com/20250705/ministri-magistraltan-savawro-obieqtebis-ukanono-gantavsebaze-mkacri-reagireba-iqneba-294059594.html
მინისტრი: მაგისტრალებთან სავაჭრო ობიექტების უკანონო განთავსებაზე მკაცრი რეაგირება იქნება
მინისტრი: მაგისტრალებთან სავაჭრო ობიექტების უკანონო განთავსებაზე მკაცრი რეაგირება იქნება
Sputnik საქართველო
მცხეთის მუნიციპალიტეტი იწყებს წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის გადასახვევამდე არსებულ ტერიტორიაზე ყველა უკანონო ნაგებობის დემონტაჟს. 05.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-05T12:55+0400
2025-07-05T12:55+0400
2025-07-05T12:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252231663_0:315:3001:2003_1920x0_80_0_0_95a9eb440db9e38cc85d7e657f7bbde3.jpg
თბილისი, 5 ივლისი - Sputnik. ავტომაგისტრალების სიახლოვეს სავაჭრო ობიექტების განთავსებაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიდგომა იქნება მაქსიმალურად მკაცრი, რადგან ეს აფერხებს მოძრაობას და არღვევს გადაადგილების უსაფრთხოების პირობებს, შესაბამისად, მივიღებთ ძალიან მკაცრ ზომებს, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ. სამინისტროს ცნობით, წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის გადასახვევამდე არსებული სავაჭრო და კვების ობიექტების გამო ავტომანქანების დგომა-გაჩერება ხშირად იწვევს მოძრაობის შეფერხებას. უწყების ცნობით, წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის გადასახვევამდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 23-24-ე კმ მონაკვეთზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების პირობების გასაუმჯობესებლად სამუშაოები უკვე დაიწყო. სამუშაოების დასრულება 3 თვეში იგეგმება. პროექტის მიხედვით, სამუშაოები დაახლოებით 2 კმ-იან მონაკვეთზე ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა - შემანელებელი და ამაჩქარებელი ზოლები, ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარები და შესაბამისი საგზაო ნიშნები. იმისთვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედება, სამუშაოები შესრულდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკლებად დატვირთულ (მეტწილად ღამის) საათებში. სამუშაოების მიმდინარეობისას, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით პერიოდულად შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლი. გარდა ამისა, მაგისტრალზე მოძრაობის გადაადგილების გაუმჯობესების სამუშაოებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტი იწყებს აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველა უკანონო ნაგებობის დემონტაჟისთვის კანონით გათვალისწინებულ აქტიურ ღონისძიებებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252231663_0:0:2671:2003_1920x0_80_0_0_2cf069bceba94249b421e7c897454432.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ვითარება გზებზე
მინისტრი: მაგისტრალებთან სავაჭრო ობიექტების უკანონო განთავსებაზე მკაცრი რეაგირება იქნება
მცხეთის მუნიციპალიტეტი იწყებს წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის გადასახვევამდე არსებულ ტერიტორიაზე ყველა უკანონო ნაგებობის დემონტაჟს.
თბილისი, 5 ივლისი - Sputnik. ავტომაგისტრალების სიახლოვეს სავაჭრო ობიექტების განთავსებაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიდგომა იქნება მაქსიმალურად მკაცრი, რადგან ეს აფერხებს მოძრაობას და არღვევს გადაადგილების უსაფრთხოების პირობებს, შესაბამისად, მივიღებთ ძალიან მკაცრ ზომებს, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
სამინისტროს ცნობით, წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის გადასახვევამდე არსებული სავაჭრო და კვების ობიექტების გამო ავტომანქანების დგომა-გაჩერება ხშირად იწვევს მოძრაობის შეფერხებას.
„მოძრაობის ორგანიზების და უსაფრთხოების ხარისხის გასაუმჯობესებლად, საავტომობილო გზების დეპარტამენტში შემუშავდა ობიექტებთან მისასვლელად ერთიანი იზოლირებული შესასვლელისა და გამოსასვლელის მოწყობის პროექტი", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის გადასახვევამდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 23-24-ე კმ მონაკვეთზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების პირობების გასაუმჯობესებლად სამუშაოები უკვე დაიწყო. სამუშაოების დასრულება 3 თვეში იგეგმება.
პროექტის მიხედვით, სამუშაოები დაახლოებით 2 კმ-იან მონაკვეთზე ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა - შემანელებელი და ამაჩქარებელი ზოლები, ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარები და შესაბამისი საგზაო ნიშნები.
იმისთვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედება, სამუშაოები შესრულდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკლებად დატვირთულ (მეტწილად ღამის) საათებში.
სამუშაოების მიმდინარეობისას, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით პერიოდულად შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლი.
გარდა ამისა, მაგისტრალზე მოძრაობის გადაადგილების გაუმჯობესების სამუშაოებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტი იწყებს აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველა უკანონო ნაგებობის დემონტაჟისთვის კანონით გათვალისწინებულ აქტიურ ღონისძიებებს.