https://sputnik-georgia.com/20250704/sputnik-azerbaijanis-saqme-294046647.html
„Sputnik აზერბაიჯანის“ საქმე: მოსკალკოვამ აზერბაიჯანელ კოლეგას მიმართვა გაუგზავნა
„Sputnik აზერბაიჯანის“ საქმე: მოსკალკოვამ აზერბაიჯანელ კოლეგას მიმართვა გაუგზავნა
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. რუსმა ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ აზერბაიჯანელ კოლეგა საბინა ალიევას მიმართვა გაუგზავნა და სთხოვა, პირად კონტროლზე აიყვანოს... 04.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-04T12:29+0400
2025-07-04T12:29+0400
2025-07-04T12:39+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთი
აზერბაიჯანი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24569/09/245690958_0:43:2855:1649_1920x0_80_0_0_b2c9a50c6a063fe23c92a3739dfc7379.jpg
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. რუსმა ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ აზერბაიჯანელ კოლეგა საბინა ალიევას მიმართვა გაუგზავნა და სთხოვა, პირად კონტროლზე აიყვანოს „Sputnik აზერბაიჯანის“ დაკავებული ხელმძღვანელის, იგორ კარტავიხის მდგომარეობა, იუწყება „რია ნოვოსტი“.ამასთან რუსმა უფლებადამცველმა აზერბაიჯანელ ომბუდსმენს განუმარტა, რომ „Sputnik აზერბაიჯანის“ თანამშრომლების დაკავებისას ადგილი ჰქონდა „გადაჭარბებული ფიზიკური ძალის დემონსტრაციულ გამოყენებას“.შესაბამისად, მოსკალკოვამ დაიტოვა იმედი, რომ საბინა ალიევას საქმეში ჩარევა შესაძლებელს გახდის, „ოპერატიულად აღდგეს დაკავებულთა კანონიერი უფლებები და ინტერესები“.შეგახსენებთ: აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 30 ივნისს სააგენტო „Sputnik აზერბაიჯანის“ შვიდი თანამშრომელი დააკავა, რომელიც მედიაჯგუფ „რისოა სეგოდნიაში“ შედის. მათ შორის არიან სააგენტოს ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი და შეფ-რედაქტორი ევგენი ბელუსოვი, რომელთაც ოთხ-ოთხ თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.„როსია სეგოდნიას“ პრესსამსახურის თანახმად, კარტავიხის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა, რომელსაც სამედიცინო დახმარება და ინსულინი ესაჭიროება. მედიაჯგუფის გენერალური დირექტორი დმიტრი კისელიოვი მიიჩნევს, რომ მომხდარი ჰგავს მიზანმიმართულ ნაბიჯს რუსეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაუარესების მიზნით.
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24569/09/245690958_63:0:2792:2047_1920x0_80_0_0_e87b8d3792f66e4d27d6fe652bfe92d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, აზერბაიჯანი, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, აზერბაიჯანი, პოლიტიკა
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. რუსმა ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ აზერბაიჯანელ კოლეგა საბინა ალიევას მიმართვა გაუგზავნა და სთხოვა, პირად კონტროლზე აიყვანოს „Sputnik აზერბაიჯანის“ დაკავებული ხელმძღვანელის, იგორ კარტავიხის მდგომარეობა, იუწყება
„რია ნოვოსტი“. „განსაკუთრებულ შფოთვას იწვევს იგორ კარტავიხის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც დიაბეტითაა ავად და რომელსაც, არსებული ცნობებით, წართმეული აქვს აუცილებელი სამედიცინო დახმარების შესაძლებლობა. ამასთან დაკავშირებით, ძალიან გთხოვთ, პატივცემულო ქალბატონო ალიევა, აიყვანოთ ეს ვითარება პირად კონტროლზე“, — ნათქვამია მოსკალკოვას მიმართვაში.
ამასთან რუსმა უფლებადამცველმა აზერბაიჯანელ ომბუდსმენს განუმარტა, რომ „Sputnik აზერბაიჯანის“ თანამშრომლების დაკავებისას ადგილი ჰქონდა „გადაჭარბებული ფიზიკური ძალის დემონსტრაციულ გამოყენებას“.
შესაბამისად, მოსკალკოვამ დაიტოვა იმედი, რომ საბინა ალიევას საქმეში ჩარევა შესაძლებელს გახდის, „ოპერატიულად აღდგეს დაკავებულთა კანონიერი უფლებები და ინტერესები“.
„მაქვს თქვენი პრინციპული პოზიციისა და ასევე შემდგომი ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი ურთიერთგაგებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სულისკვეთებით, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელოვანი საფუძველია“, — წერს მოსკალკოვა მიმართვაში.
შეგახსენებთ: აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 30 ივნისს სააგენტო „Sputnik აზერბაიჯანის“ შვიდი თანამშრომელი დააკავა, რომელიც მედიაჯგუფ „რისოა სეგოდნიაში“ შედის. მათ შორის არიან სააგენტოს ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი და შეფ-რედაქტორი ევგენი ბელუსოვი, რომელთაც ოთხ-ოთხ თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
„როსია სეგოდნიას“ პრესსამსახურის თანახმად, კარტავიხის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა, რომელსაც სამედიცინო დახმარება და ინსულინი ესაჭიროება. მედიაჯგუფის გენერალური დირექტორი დმიტრი კისელიოვი მიიჩნევს, რომ მომხდარი ჰგავს მიზანმიმართულ ნაბიჯს რუსეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაუარესების მიზნით.