საქართველოში ინფლაცია კვლავ იზრდება - ივნისის მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerბაზარი ორბელიანზე
ბაზარი ორბელიანზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2025
გამოწერა
2025 წლის ივნისში, 2025 წლის მაისთან შედარებით, ინფლაციის დონემ -0,01% შეადგინა.
თბილისი, 4 ივლისი— Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2025 წლის ივნისი 2024 წლის ივნისთან) 4% შეადგინა, (სამიზნე მაჩვენებელი არის 3%), იტყობინება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
წინა თვის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ (2025 წლის მაისი 2024 წლის მაისთან) საქართველოში 3,5% შეადგინა.
ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე (10,1%), ჯანდაცვაზე (9,4%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (6%), განათლებაზე (4,6%), ალკოჰოლსა და თამბაქოს ნაწარმზე (4,6%).
ფასები შემცირდა კავშირგაბმულობაზე (13%), ტრანსპორტზე (5,3%), ასევე ავეჯზე, საყოფაცხოვრებო საქონელსა და სახლის მოვლის საშუალებებზე (1,4%), ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (0,8%), ასევე დასვენებასა და გართობაზე (0,5%).
2025 წლის ივნისში, 2025 წლის მაისთან შედარებით, ინფლაციის დონემ -0,01% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0