https://sputnik-georgia.com/20250704/rogot-gaizrdeba-saqartvelos-ekonomika-2025-wels-analitikosebis-axali-prognozi-294046822.html
როგორ გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს - ანალიტიკოსების ახალი პროგნოზი
როგორ გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს - ანალიტიკოსების ახალი პროგნოზი
Sputnik საქართველო
2025 წელს საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 3,7%-ს შედგენს (სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია), ფიქრობენ ანალიტიკოსები 04.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-04T16:03+0400
2025-07-04T16:03+0400
2025-07-04T16:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262896790_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_974c196c3d6910b046597042162822f4.jpg
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა პროგნოზირებული 6,8%-ის ნაცვლად 7,5%-ით გაიზრდება, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ყოველთვიურ მიმოხილვაში.2025 წლის აპრილის დასაწყისში ანალიტიკოსებმა რეალური მშპ-ს ზრდის საბაზისო პროგნოზი უკვე გაზარდეს 6,8%-მდე წინა პროგნოზის 5%-დან.„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის მაისში საქართველოში რეალური ეკონომიკური ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,5%-ს შეადგენდა, ხოლო 2025 წლის იანვარ-მაისში მშპ-ს საშუალო ზრდის ტემპმა 8,8% შეადგინა.2025 წლის მაისში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციების, გადამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და სასაწყობო მეურნეობის, ასევე მშენებლობის სექტორებმა.2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 10,6%, 2022 წელს - 11,4%, 2023 წელს - 7,8%, 2024 წელს კი 9,4%.გარდა ამისა, Galt & Taggart-ი 2025 წელს საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელს 3,7%-ის დონეზე ვარაუდობს (სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია).ანალიტიკოსები ასევე მიიჩნევენ, რომ ეროვნული ბანკი წელს რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნებს, ხოლო დოლართან მიმართებაში საშუალო გაცვლითი კურსი 2,78 ლარი იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262896790_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_299c583cbda565ba57aff7a59f2c1e4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
როგორ გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს - ანალიტიკოსების ახალი პროგნოზი
2025 წელს საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 3,7%-ს შედგენს (სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია), ფიქრობენ ანალიტიკოსები
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა პროგნოზირებული 6,8%-ის ნაცვლად 7,5%-ით გაიზრდება, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
2025 წლის აპრილის დასაწყისში ანალიტიკოსებმა რეალური მშპ-ს ზრდის საბაზისო პროგნოზი უკვე გაზარდეს 6,8%-მდე წინა პროგნოზის 5%-დან.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის მაისში საქართველოში რეალური ეკონომიკური ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,5%-ს შეადგენდა, ხოლო 2025 წლის იანვარ-მაისში მშპ-ს საშუალო ზრდის ტემპმა 8,8% შეადგინა.
2025 წლის მაისში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციების, გადამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და სასაწყობო მეურნეობის, ასევე მშენებლობის სექტორებმა.
2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 10,6%, 2022 წელს - 11,4%, 2023 წელს - 7,8%, 2024 წელს კი 9,4%.
გარდა ამისა, Galt & Taggart-ი 2025 წელს საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელს 3,7%-ის დონეზე ვარაუდობს (სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია).
ანალიტიკოსები ასევე მიიჩნევენ, რომ ეროვნული ბანკი წელს რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნებს, ხოლო დოლართან მიმართებაში საშუალო გაცვლითი კურსი 2,78 ლარი იქნება.