პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი ამოიღო: დაკავებულია თურქეთის მოქალაქე

© photo: Sputnik / Sergey Vinyavsky / გადასვლა მედიაბანკშიკოკაინი
კოკაინი - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2025
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
56 წლის მამაკაცს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 6 შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 150 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0