https://sputnik-georgia.com/20250704/palmis-zeti-da-rzis-fxvnili-yvelis-warmoebasi-seriozuli-darrvevebi-gamoavlines-294054605.html
პალმის ზეთი და რძის ფხვნილი: ყველის წარმოებაში სერიოზული დარღვევები გამოავლინეს
პალმის ზეთი და რძის ფხვნილი: ყველის წარმოებაში სერიოზული დარღვევები გამოავლინეს
Sputnik საქართველო
სააგენტოს ინფორმაციით, მეწარმე დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. 04.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-04T21:29+0400
2025-07-04T21:29+0400
2025-07-04T21:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283848598_0:296:1280:1016_1920x0_80_0_0_af5b04dd03721e0308765db977563529.jpg
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ინდივიდუალური მეწარმე ბიზნესსაქმიანობას (რძის გადამუშავება, ყველის წარმოება) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ეწეოდა. მეწარმე დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმოების გამოვლენის მიზნით კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. მიმდინარე წელს სააგენტოს მიერ 29 უკანონო საწარმოა გამოვლენილი, მათ შორის 18 - ქვემო ქართლის რეგიონში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283848598_0:56:1280:1016_1920x0_80_0_0_6f74c7a1272f4207924f8128c0b20d73.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება
პალმის ზეთი და რძის ფხვნილი: ყველის წარმოებაში სერიოზული დარღვევები გამოავლინეს
სააგენტოს ინფორმაციით, მეწარმე დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ინდივიდუალური მეწარმე ბიზნესსაქმიანობას (რძის გადამუშავება, ყველის წარმოება) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ეწეოდა.
"ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა. ინსპექტორების მიერ ამოღებული და დალუქულია მზა პროდუქტები (კარაქი, სულგუნი), დიდი რაოდენობით პალმის ზეთი და 40 ტომარა რძის ფხვნილი", - ნათქვამია განცხადებაში.
მეწარმე დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმოების გამოვლენის მიზნით კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.
მიმდინარე წელს სააგენტოს მიერ 29 უკანონო საწარმოა გამოვლენილი, მათ შორის 18 - ქვემო ქართლის რეგიონში.