https://sputnik-georgia.com/20250704/ori-telekompania-xelisuflebis-dausabutebul-kritikasi-amxiles-294055506.html
ორი ტელეკომპანია ხელისუფლების დაუსაბუთებულ კრიტიკაში ამხილეს
ორი ტელეკომპანია ხელისუფლების დაუსაბუთებულ კრიტიკაში ამხილეს
Sputnik საქართველო
მედიებს თამაშის ახალი წესები შეახსენეს, ჯერჯერობით სიტყვიერად 04.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-04T23:58+0400
2025-07-04T23:58+0400
2025-07-04T23:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1b/290615057_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_dc1b9364330f70841a37a95be18734ab.jpg
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე ტელეკომპანიები Formula და TV Pirveli „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევაში დამნაშავეებად ცნო.მმართველმა პარტიამ ივნისის დასაწყისში „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ კომუნიკაციების კომისიაში შეიტანა საჩივარი ოპოზიციური ტელეარხების ვებსაიტების წინააღმდეგ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო, რადგან ისინი იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ოლიგარქი“, „რეჟიმის საქალაქო სასამართლო“ და სხვა მსგავს ტერმინებს.კომისიამ მიიჩნია, რომ Formula და TV Pirveli არღვევენ კანონს, მაგრამ არ დააჯარიმა ისინი, რადგან კანონით ჯარიმა წლის განმავლობაში მეორე დარღვევისთვის გამოიწერება.ტელეარხებმა ეს გადაწყვეტილება შეაფასეს ცენზურის შემოღების მცდელობად, რომელიც მმართველი პარტიის კრიტიკას კრძალავს. თავის მხრივ, მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიზანი არის არა განსხვავებული აზრის ჩახშობა, არამედ მედიაში სწორი კულტურის ჩამოყალიბება.მეტიც, მათ მოუწოდეს ოპოზიციასაც მიმართოს კომისიას საჩივრით მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მაგალითად როდესაც გამოიყენება ისეთი ტერმინი როგორც „რადიკალური ოპოზიცია“.ახალი წესები მედიებისთვისაპრილში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ მედიასაშუალებებს ახალ რეგულაციებს, მოთხოვნებს და სტანდარტებს უწესებს.„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, მიუკერძოებლად და ჯეროვანი სიზუსტით გადმოსცენ ახალი ამბები, მიუთითონ ინფორმაციის წყარო და უმოკლეს ვადებში გამოასწორონ შეცდომები.გარდა ამისა, მედიასაშუალებებს მოეთხოვებათ ფაქტისა და კომენტარის გამიჯვნა, ხოლო პარტიის წევრებს აეკრძალებათ საინფორმაციო გამოშვებების წაყვანა, ასევე ჟურნალისტად მუშაობა.მედიას ასევე მოეთხოვება ბალანსის დაცვა პოლიტიკური თუ სხვა სახის დავის გაშუქებისას, ასევე მათ აეკრძალებათ მაუწყებლის პირადი მოსაზრების საფუძველზე პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. დაუშვებელი იქნება პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1b/290615057_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_58112c4db382d4107b10a65842167214.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ორი ტელეკომპანია ხელისუფლების დაუსაბუთებულ კრიტიკაში ამხილეს
მედიებს თამაშის ახალი წესები შეახსენეს, ჯერჯერობით სიტყვიერად
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე ტელეკომპანიები Formula და TV Pirveli „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევაში დამნაშავეებად ცნო.
მმართველმა პარტიამ ივნისის დასაწყისში „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ კომუნიკაციების კომისიაში შეიტანა საჩივარი ოპოზიციური ტელეარხების ვებსაიტების წინააღმდეგ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო, რადგან ისინი იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ოლიგარქი“, „რეჟიმის საქალაქო სასამართლო“ და სხვა მსგავს ტერმინებს.
კომისიამ მიიჩნია, რომ Formula და TV Pirveli არღვევენ კანონს, მაგრამ არ დააჯარიმა ისინი, რადგან კანონით ჯარიმა წლის განმავლობაში მეორე დარღვევისთვის გამოიწერება.
ტელეარხებმა ეს გადაწყვეტილება შეაფასეს ცენზურის შემოღების მცდელობად, რომელიც მმართველი პარტიის კრიტიკას კრძალავს. თავის მხრივ, მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიზანი არის არა განსხვავებული აზრის ჩახშობა, არამედ მედიაში სწორი კულტურის ჩამოყალიბება.
მეტიც, მათ მოუწოდეს ოპოზიციასაც მიმართოს კომისიას საჩივრით მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მაგალითად როდესაც გამოიყენება ისეთი ტერმინი როგორც „რადიკალური ოპოზიცია“.
ახალი წესები მედიებისთვის
აპრილში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ მედიასაშუალებებს ახალ რეგულაციებს, მოთხოვნებს და სტანდარტებს უწესებს.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, მიუკერძოებლად და ჯეროვანი სიზუსტით გადმოსცენ ახალი ამბები, მიუთითონ ინფორმაციის წყარო და უმოკლეს ვადებში გამოასწორონ შეცდომები.
გარდა ამისა, მედიასაშუალებებს მოეთხოვებათ ფაქტისა და კომენტარის გამიჯვნა, ხოლო პარტიის წევრებს აეკრძალებათ საინფორმაციო გამოშვებების წაყვანა, ასევე ჟურნალისტად მუშაობა.
მედიას ასევე მოეთხოვება ბალანსის დაცვა პოლიტიკური თუ სხვა სახის დავის გაშუქებისას, ასევე მათ აეკრძალებათ მაუწყებლის პირადი მოსაზრების საფუძველზე პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. დაუშვებელი იქნება პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.