https://sputnik-georgia.com/20250704/amerikis-or-statsi-qartuli-rvino-daagemovnes-294045937.html
ამერიკის ორ შტატში ქართული ღვინო დააგემოვნეს
ამერიკის ორ შტატში ქართული ღვინო დააგემოვნეს
Sputnik საქართველო
სააგენტოს ცნობით, მსგავსი ფორმატის ღონისძიებების მიზანი ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობაა. 04.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-04T13:24+0400
2025-07-04T13:24+0400
2025-07-04T13:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1b/267927566_0:199:1918:1278_1920x0_80_0_0_98f6da8e2f836a67c21944bc5d1af84e.jpg
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. აშშ-ში, ნიუ იორკისა და კონექტიკუტის შტატებში რვა უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელში ქართული ღვინის ჯამში 16 დეგუსტაცია გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ღვინის დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და პარტნიორი ამერიკული კომპანიის, CORUS SYSTEMS INC-ის ორგანიზებით გაიმართა. სააგენტოს ცნობით, თითოეული ღონისძიების ფარგლებში სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო სამი სხვადასხვა კომპანიის ხუთი სახეობის ქართული ღვინო. ასევე გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და თანამედროვე, განვითარებული მეღვინეობის ქვეყნის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან მიმდინარე მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც ქართული ღვინის ცნობადობის, ისე ექსპორტის ზრდას აშშ-ში. მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის დეგუსტაცია-სემინარები იმართება. ქართული ღვინო რეგულარულადაა წარმოდგენილი საერთაშორისო გამოფენებზე. ასევე მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1b/267927566_32:0:1736:1278_1920x0_80_0_0_133091d1ba5105dad7c4de7f6bd3b093.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო
ამერიკის ორ შტატში ქართული ღვინო დააგემოვნეს
სააგენტოს ცნობით, მსგავსი ფორმატის ღონისძიებების მიზანი ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობაა.
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. აშშ-ში, ნიუ იორკისა და კონექტიკუტის შტატებში რვა უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელში ქართული ღვინის ჯამში 16 დეგუსტაცია გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღვინის დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და პარტნიორი ამერიკული კომპანიის, CORUS SYSTEMS INC-ის ორგანიზებით გაიმართა.
სააგენტოს ცნობით, თითოეული ღონისძიების ფარგლებში სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო სამი სხვადასხვა კომპანიის ხუთი სახეობის ქართული ღვინო. ასევე გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და თანამედროვე, განვითარებული მეღვინეობის ქვეყნის შესახებ.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან მიმდინარე მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც ქართული ღვინის ცნობადობის, ისე ექსპორტის ზრდას აშშ-ში.
მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის დეგუსტაცია-სემინარები იმართება.
ქართული ღვინო რეგულარულადაა წარმოდგენილი საერთაშორისო გამოფენებზე. ასევე მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.