https://sputnik-georgia.com/20250704/------------294044344.html
პასუხისმგებლობა და ზრუნვა: როგორ იცავენ შინაური ცხოველების უფლებებს საქართველოში - ვიდეო
პასუხისმგებლობა და ზრუნვა: როგორ იცავენ შინაური ცხოველების უფლებებს საქართველოში - ვიდეო
Sputnik საქართველო
საქართველოში შინაური ცხოველების რეგისტრაცია სავალდებულო გახდა და ამ წესის დარღვევისთვის ჯარიმა 8-დან 100 ლარამდე მერყეობს. რეგისტრაციის არარსებობა ახალი... 04.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-04T10:35+0400
2025-07-04T10:35+0400
2025-07-04T10:35+0400
მულტიმედია
ვიდეო
საქართველო
ცხოველთა დაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/04/294044176_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_33a95d445a9ec38773acdacb557ae289.jpg
პატრონი დაჯარიმდება თუ ცხოველს არ აქვს ჩატარებული ვაქცინაცია და სტერილიზაცია, არ აქვს ჩიპი და არ აქვს შექმნილი არსებობისთვის მინიმალური პირობები. სახელმწიფომ ეს ზომები მიიღო იმისათვის, რომ მოქალაქეები უფრო პასუხისმგებლიანი და ყურადღებიანი გახდნენ შინაური ცხოველების მიმართ.ახალი კანონის თანახმად, ქვეყანაში აიკრძალა შინაური ცხოველების ქუჩაში მიტოვება - ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 5 ათას ლარს, იურიდიული პირისთვის - 10 ათას ლარს შეადგენს. პატრონი, თუ მას სურს თავისი შინაური ცხოველისგან თავის დაღწევა, ვალდებულია მისთვის ახალი პატრონი იპოვოს ან ოფიციალურად თავშესაფარში გადაიყვანოს.ასევე გადაწყდა, რომ თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები რეგულარულად შეამოწმებენ პატრონებს, თუ როგორ უვლიან თავიანთ შინაურ ცხოველებს. პირი, რომელსაც ჰყავს შინაური ცხოველი - ძაღლი ან კატა - ვალდებულია „დაჩიპოს“, სტერილიზაცია და ვაქცინაცია ჩაუტაროს მას.შინაური ცხოველის დარეგისტრირება შესაძლებელია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში, რომელიც მდებარეობს მისამართზე: თბილისი, გურამიშვილის გამზირი №70 (ჩიხი 5) ან ვეტერინარულ კლინიკაში, რომელიც დაკავშირებულია ერთიან მონაცემთა ბაზასთან და რეგისტრაციის მონაცემებს უგზავნის სააგენტოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/04/294044176_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_a0007b1fcb6533aebfd07c7387e00a84.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მულტიმედია, ვიდეო, საქართველო, ცხოველთა დაცვა, видео
მულტიმედია, ვიდეო, საქართველო, ცხოველთა დაცვა, видео
პასუხისმგებლობა და ზრუნვა: როგორ იცავენ შინაური ცხოველების უფლებებს საქართველოში - ვიდეო
საქართველოში შინაური ცხოველების რეგისტრაცია სავალდებულო გახდა და ამ წესის დარღვევისთვის ჯარიმა 8-დან 100 ლარამდე მერყეობს. რეგისტრაციის არარსებობა ახალი კანონით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება და ჯარიმის ოდენობა გარემოებების მიხედვით განსხვავებულია
პატრონი დაჯარიმდება თუ ცხოველს არ აქვს ჩატარებული ვაქცინაცია და სტერილიზაცია, არ აქვს ჩიპი და არ აქვს შექმნილი არსებობისთვის მინიმალური პირობები. სახელმწიფომ ეს ზომები მიიღო იმისათვის, რომ მოქალაქეები უფრო პასუხისმგებლიანი და ყურადღებიანი გახდნენ შინაური ცხოველების მიმართ.
ახალი კანონის თანახმად, ქვეყანაში აიკრძალა შინაური ცხოველების ქუჩაში მიტოვება - ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 5 ათას ლარს, იურიდიული პირისთვის - 10 ათას ლარს შეადგენს. პატრონი, თუ მას სურს თავისი შინაური ცხოველისგან თავის დაღწევა, ვალდებულია მისთვის ახალი პატრონი იპოვოს ან ოფიციალურად თავშესაფარში გადაიყვანოს.
ასევე გადაწყდა, რომ თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები რეგულარულად შეამოწმებენ პატრონებს, თუ როგორ უვლიან თავიანთ შინაურ ცხოველებს. პირი, რომელსაც ჰყავს შინაური ცხოველი - ძაღლი ან კატა - ვალდებულია „დაჩიპოს“, სტერილიზაცია და ვაქცინაცია ჩაუტაროს მას.
შინაური ცხოველის დარეგისტრირება შესაძლებელია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში, რომელიც მდებარეობს მისამართზე: თბილისი, გურამიშვილის გამზირი №70 (ჩიხი 5) ან ვეტერინარულ კლინიკაში, რომელიც დაკავშირებულია ერთიან მონაცემთა ბაზასთან და რეგისტრაციის მონაცემებს უგზავნის სააგენტოს.