https://sputnik-georgia.com/20250703/sputnik-azerbaijani-rusetis-konsuli-294040028.html
რუსეთის კონსული „Sputnik აზერბაიჯანის“ დაკავებულ ხელმძღვანელებს შეხვდა
რუსეთის კონსული „Sputnik აზერბაიჯანის“ დაკავებულ ხელმძღვანელებს შეხვდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ბაქოში რუსეთის კონსულმა სააგენტო „Sputnik აზერბაიჯანის“ ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი და შეფ-რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი მოუნახულა... 03.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-03T21:45+0400
2025-07-03T21:45+0400
2025-07-03T21:45+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთი
აზერბაიჯანი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/03/294038771_0:55:1280:775_1920x0_80_0_0_6865a4ce1d0755825e1824ca246652e7.png
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ბაქოში რუსეთის კონსულმა სააგენტო „Sputnik აზერბაიჯანის“ ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი და შეფ-რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი მოუნახულა, რომლებიც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 30 ივნისს დააკავა და ოთხ-ოთხი თვე პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება „რის ნოვოსტი“.ამასთან ცნობილი ხდება, რომ „Sputnik აზერბაიჯანის“ კიდევ ხუთი თანამშრომელი, რომლებიც ასევე დაკავებული იყვნენ, ამ დროისათვის თავისუფალია ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილის საფუძველზე.შეგახსენებთ: აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 30 ივნისს მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიაში“ შემავალი სააგენტო „Sputnik აზერბაიჯანის“ შვიდი თანამშრომელი დააკავა. აქედან ორს — რედაქციის ხელმძღვანელ იგორ კარტავიხსა და შეფ-რედაქტორ ევგენი ბელოუსოვს ოთხ-ოთხი თვით პატიმრობა შეეფარდათ.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის ელჩი დაიბარა და პროტესტი გადასცა „ბაქოს არამეგობრული ქმედებების“ გამო. ამასთან უწყებამ დაკავებული ჟურნალისტების დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა.როგორც რუსული მედია წერს, „Sputnik აზერბაიჯანზე“ შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც 29 ივნისს რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს, რომელთაც 2001, 2010 და 2011 წლებში ეკატერინბურგში შეკვეთილ მკვლელობებში ედებათ ბრალი. დაკავებულთაგან ორი ადამიანი გარდაიცვალა.რუსული მხარის განცხადებით, დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი გულის უკმარისობით გარდაიცვალა, ხოლო მეორის სიკვდილის მიზეზი დგინდება.
https://sputnik-georgia.com/20250703/sputnik-azerbaijani-kiseliovis-gancxadeba-294034040.html
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/03/294038771_87:0:1194:830_1920x0_80_0_0_ff94a26294a3feae42a13e8c415efbb7.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, აზერბაიჯანი, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, აზერბაიჯანი, პოლიტიკა
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ბაქოში რუსეთის კონსულმა სააგენტო „Sputnik აზერბაიჯანის“ ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი და შეფ-რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი მოუნახულა, რომლებიც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 30 ივნისს დააკავა და ოთხ-ოთხი თვე პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება „რის ნოვოსტი“.
„რუსეთის კონსული იგორ კარტავიხსა და ევგენი ბელოუსოვს შეხვდა. ისინი უზრუნველყოფილი არიან კვებითა და მედიკამენტებით. თავს ნორმალურად გრძნობენ, რამდენადაც ეს შესაძლებელია ამ სიტუაციაში“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სააგენტო „Sputnik ბლიჟნოე ზარუბეჟიეს“ Telegram-არხზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან ცნობილი ხდება, რომ „Sputnik აზერბაიჯანის“ კიდევ ხუთი თანამშრომელი, რომლებიც ასევე დაკავებული იყვნენ, ამ დროისათვის თავისუფალია ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილის საფუძველზე.
შეგახსენებთ: აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 30 ივნისს მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიაში“ შემავალი სააგენტო „Sputnik აზერბაიჯანის“ შვიდი თანამშრომელი დააკავა. აქედან ორს — რედაქციის ხელმძღვანელ იგორ კარტავიხსა და შეფ-რედაქტორ ევგენი ბელოუსოვს ოთხ-ოთხი თვით პატიმრობა შეეფარდათ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის ელჩი დაიბარა და პროტესტი გადასცა „ბაქოს არამეგობრული ქმედებების“ გამო. ამასთან უწყებამ დაკავებული ჟურნალისტების დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა.
როგორც რუსული მედია წერს, „Sputnik აზერბაიჯანზე“ შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც 29 ივნისს რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს, რომელთაც 2001, 2010 და 2011 წლებში ეკატერინბურგში შეკვეთილ მკვლელობებში ედებათ ბრალი. დაკავებულთაგან ორი ადამიანი გარდაიცვალა.
რუსული მხარის განცხადებით, დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი გულის უკმარისობით გარდაიცვალა, ხოლო მეორის სიკვდილის მიზეზი დგინდება.