https://sputnik-georgia.com/20250703/saqartvelosi-narkotikebtan-dakavsirebuli-kidev-erti-danasaulis-definicia-gacndeba-294023517.html
საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული კიდევ ერთი დანაშაულის დეფინიცია გაჩნდება
საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული კიდევ ერთი დანაშაულის დეფინიცია გაჩნდება
Sputnik საქართველო
ნარკოტიკების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების რეალიზაციის ხელშეწყობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. 03.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-03T12:01+0400
2025-07-03T12:01+0400
2025-07-03T12:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291085295_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_00500fa95844a2245b1b829818db32ef.jpg
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik.საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელთა თანახმადაც კანონმდებლობაში გაჩნდება მუხლი ნარკოტიკების და ფსიქტოტროპული საშუალებების რეალიზაციის ხელშეწყობის შესახებ.კერძოდ, კოდექსს დაემატა შემდეგი შინაარსის 2604 მუხლი:მუხლი 2604. ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 10 წლამდე.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 12 წლამდე.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 12-დან 17 წლამდე.ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291085295_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_e7a83052c1026bade8c288d1409fa881.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს პარლამენტი
საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული კიდევ ერთი დანაშაულის დეფინიცია გაჩნდება
ნარკოტიკების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების რეალიზაციის ხელშეწყობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik.საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელთა თანახმადაც კანონმდებლობაში გაჩნდება მუხლი ნარკოტიკების და ფსიქტოტროპული საშუალებების რეალიზაციის ხელშეწყობის შესახებ.
კერძოდ, კოდექსს დაემატა შემდეგი შინაარსის 2604 მუხლი:
მუხლი 2604. ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 10 წლამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 12 წლამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 12-დან 17 წლამდე.
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.