ჯგუფური ძალადობა და დაჭრა საგარეჯოში: დაკავებულია 8 პირი

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია საგარეჯოში
პოლიცია საგარეჯოში - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2025
გამოწერა
საქმეზე დაკავებულია რვა მამაკაცი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. კახეთის პოლიციამ საგარეჯოში მომხდარი ძალადობისა და დაჭრის საქმეზე რვა ადამიანი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ანგარიშსწორების მიზნით, 55 წლის მამაკაცსზე ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს. ამავე დაპირისპირებისას ბრალდებულებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს 31 წლის მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.
მამაკაცებს, რომელთა შორის ორი წარსულში ნასამართლევია, სამართალდამცველები ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფური ძალადობასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან.
დაკავებულები 28-დან 49 წლამდე ასაკის არიან.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, 225-ე და 117 -ე მუხლებით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ყველა ახალი ამბავი
0