უშაკოვი: მოსკოვი მესამე რაუნდისთვის მზადაა

© photo: Sputnik / Stanislav Krasilnikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2025
გამოწერა
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის, უთხრა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა ჟურნალისტებს.
ასე უპასუხა მან მედიის შეკითხვას რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების — ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ: ისაუბრეს თუ არა ორი ქვეყნის ლიდერებმა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე?
„ჩვენმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებების პროცესის განსაგრძობად; ანუ მზად ვართ მორიგი, მესამე რაუნდისთვის“, — აღნიშნა უშაკოვმა
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ პუტინსა და ტრამპს არ უსაუბრიათ ამერიკული იარაღის უკრაინისთვის მიწოდების ნაწილობრივი შეწყვეტის თაობაზე.
რუსეთსა და უკრაინას შორის უკვე ჩატარდა პირდაპირი მოლაპარაკებების ორი რაუნდი. ორივე შეხვედრა თურქეთში, ქალაქ სტამბულში გაიმართა. შედეგად, მხარეებმა ტყვეები გაცვალეს, ხოლო რუსეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრებიც გადასცა კიევს. გარდა ამისა, მხარეებმა კონფლიქტის დარეგულირების მემორანდუმების პროექტები გადასცეს ერთმანეთს.
ყველა ახალი ამბავი
0