https://sputnik-georgia.com/20250703/ruset-ukrainis-konfliqti-294035322.html
რადის დეპუტატი: აშშ-ს უკრაინის რუსეთისთვის გადაცემა სურს
რადის დეპუტატი: აშშ-ს უკრაინის რუსეთისთვის გადაცემა სურს
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. შეერთებულ შტატებს უკრაინის რუსეთისთვის გადაცემა სურს, განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა მარიანა ბეზუგლაიამ მას შემდეგ... 03.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-03T20:21+0400
2025-07-03T20:21+0400
2025-07-03T20:21+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
პოლიტიკა
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0a/277530071_0:0:3133:1762_1920x0_80_0_0_e18d2c707591691d831b115c62c58774.jpg
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. შეერთებულ შტატებს უკრაინის რუსეთისთვის გადაცემა სურს, განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა მარიანა ბეზუგლაიამ მას შემდეგ, რაც კიევისთვის ამერიკული დახმარების შეჩერების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.ბეზუგლაიას თქმით, ვაშინგტონი აღარ არის კიევის მოკავშირე.ბეზუგლაიას თქმით, ეს წელი უკრაინისთის მეტად რთული იქნება.მანამდე გაზეთმა Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა, ამერიკული მარაგების გამოფიტვის ფონზე, უკრაინას საბრძოლო მასალებისა და შეიარაღების მიწოდება შეუწყვიტა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ანნა კელიმ ტელეარხ NBC-ის დაუდასტურა მიწოდებების შეწყვეტის ფაქტი და ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება ამერიკის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენების მიზნით მიიღეს.მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ, რაც უფრო ნაკლებ იარაღს მიაწვდიან უკრაინას, მით უფრო მალე დაასრულებს რუსეთი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0a/277530071_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_68b1ec651f8e88a49308c96ed6a0fb69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , პოლიტიკა, რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , პოლიტიკა, რუსეთი
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. შეერთებულ შტატებს უკრაინის რუსეთისთვის გადაცემა სურს,
განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა მარიანა ბეზუგლაიამ მას შემდეგ, რაც კიევისთვის ამერიკული დახმარების შეჩერების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
ბეზუგლაიას თქმით, ვაშინგტონი აღარ არის კიევის მოკავშირე.
„ამერიკამ, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ რუსეთს გადაგვცეს... კრიტიკული საბრძოლო მასალის მოწოდების შეწყვეტა <...> ეს მხოლოდ იმ მოზაიკის ნაწილია, თუ როგორ გადაეცეს უკრაინა რუსეთს, რომ შემდეგ თავიანთ საქმეს მიხედონ“, — წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.
ბეზუგლაიას თქმით, ეს წელი უკრაინისთის მეტად რთული იქნება.
მანამდე გაზეთმა
Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა, ამერიკული მარაგების გამოფიტვის ფონზე, უკრაინას საბრძოლო მასალებისა და შეიარაღების მიწოდება შეუწყვიტა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ანნა კელიმ ტელეარხ
NBC-ის დაუდასტურა მიწოდებების შეწყვეტის ფაქტი და ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება ამერიკის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენების მიზნით მიიღეს.
მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ, რაც უფრო ნაკლებ იარაღს მიაწვდიან უკრაინას, მით უფრო მალე დაასრულებს რუსეთი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“.