https://sputnik-georgia.com/20250703/raze-osaubres-putinma-da-trampma-telefonit-294047052.html
რაზე ისაუბრეს პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით
რაზე ისაუბრეს პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით
Sputnik საქართველო
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ხუთშაბათს გამართული სატელეფონო საუბრის დეტალები წარმოადგინა. 03.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-03T22:28+0400
2025-07-03T22:28+0400
2025-07-04T13:28+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
აშშ
ვლადიმირ პუტინი
დონალდ ტრამპი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24563/99/245639933_0:70:1920:1150_1920x0_80_0_0_8d70b4d281fe3c4b3b50f2df62e6c844.jpg
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ხუთშაბათს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განუცხადა.უშაკოვის თქმით, პუტინმა და ტრამპმა დეტალურად განიხილეს ირანის გარშემო არსებული ვითარება და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა კონფლიქტის დემოკრატიული გზებით მოგვარების აუცილებლობას.ლიდერებმა ასევე ისაუბრეს უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებაზე და რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის კიევთან მოლაპარაკებებისთვის. ამავდროულად, რუსეთი მიაღწევს თავის მიზნებს, კერძოდ, აღმოფხვრას ცნობილი ძირითადი მიზეზები, რამაც გამოიწვია მიმდინარე მდგომარეობა, მიმდინარე მწვავე დაპირისპირება. რუსეთი ამ მიზნების მიღწევაზე უარს არ იტყვის. იური უშაკოვის თქმით, სტამბოლში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის კონკრეტული თარიღები არ განხილულა.რუსეთის ლიდერის თანაშემწემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტებს შორის შესაძლო შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა „ეს იდეა ჰაერში ტრიალებს“.პრეზიდენტებმა ენერგეტიკისა და კოსმოსის კვლევის სფეროში არაერთი პერსპექტიული ერთობლივი ეკონომიკური პროექტი განიხილეს.პუტინმა ასევე მიულოცა ტრამპს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე და აღნიშნა, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში.რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები გააგრძელებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას და თუ საუბარი დასჭირდებათ, დღის ნებისმიერ დროს შეუძლიათ ტელეფონით დაუკავშირდნენ ერთმანეთს.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24563/99/245639933_0:0:1708:1280_1920x0_80_0_0_97538fc340cbb8d214bb540faa9a30c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, აშშ , ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპი
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, აშშ , ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპი
რაზე ისაუბრეს პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით
22:28 03.07.2025 (განახლებულია: 13:28 04.07.2025) რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ხუთშაბათს გამართული სატელეფონო საუბრის დეტალები წარმოადგინა.
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ხუთშაბათს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განუცხადა.
„პუტინსა და ტრამპს შორის თითქმის ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი ახლახან დასრულდა“, - განაცხადა მან.
უშაკოვის თქმით, პუტინმა და ტრამპმა დეტალურად განიხილეს ირანის გარშემო არსებული ვითარება და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა კონფლიქტის დემოკრატიული გზებით მოგვარების აუცილებლობას.
ლიდერებმა ასევე ისაუბრეს უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებაზე და რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის კიევთან მოლაპარაკებებისთვის. ამავდროულად, რუსეთი მიაღწევს თავის მიზნებს, კერძოდ, აღმოფხვრას ცნობილი ძირითადი მიზეზები, რამაც გამოიწვია მიმდინარე მდგომარეობა, მიმდინარე მწვავე დაპირისპირება. რუსეთი ამ მიზნების მიღწევაზე უარს არ იტყვის. იური უშაკოვის თქმით, სტამბოლში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის კონკრეტული თარიღები არ განხილულა.
„საუბარი ერთ ტალღაზე წარიმართა და გულწრფელი, საქმიანი და კონკრეტული იყო“, - დასძინა უშაკოვმა.
რუსეთის ლიდერის თანაშემწემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტებს შორის შესაძლო შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა „ეს იდეა ჰაერში ტრიალებს“.
პრეზიდენტებმა ენერგეტიკისა და კოსმოსის კვლევის სფეროში არაერთი პერსპექტიული ერთობლივი ეკონომიკური პროექტი განიხილეს.
პუტინმა ასევე მიულოცა ტრამპს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე და აღნიშნა, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში.
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები გააგრძელებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას და თუ საუბარი დასჭირდებათ, დღის ნებისმიერ დროს შეუძლიათ ტელეფონით დაუკავშირდნენ ერთმანეთს.