პრეზიდენტი: ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებული და პროგრესული თაობაა

© Единый центр экзаменов Грузии (naec.ge)ერთიანი ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2025
გამოწერა
დღეს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. 39 000 აბიტურიენტი 24 საგამოცდო ცენტრშია გადანაწილებული.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა გამოცდების ყველა ეტაპზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.
„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო. გჯეროდეთ საკუთარი თავის — თქვენი მიზანდასახულობა, მონდომება და შრომისმოყვარეობა აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე", - დაწერა მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში.
პრეზიდენტის თქმით, ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებული და პროგრესული თაობაა.
„დარწმუნებული ვარ, თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
წელს 39 ათასი აბიტურიენტი 24 ცენტრშია გადანაწილებული. საგამოცდო ცენტრები გახსნილია თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. 2020 წლიდან გაუქმებულ "ზოგადი უნარების" საგანს აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.
ყველა ახალი ამბავი
0